მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო, ლექსები
სასიყვარულო, ჩანახატები
სასიყვარულო, ისტორიები
სასიყავრულო, სურათები
სასიყვარულო, ვიდეოები
სასიყვარულო, რჩევები
სასიყვარულო, სტატიები
სასიყვარულო, სტატუსები
თხოვნები საიტზე
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მინი-ჩეთი
მთავარი » სასიყვარულო, ლექსები
ამ ოდესმე მხიარული
გზით უყვარდათ სიარული;
აწ გზა მიტოვებულია,
როგორც ძველი სიყვარული.

მაგრამ ყველაფერი ძველი
ამოა და სასურველი:
ძველი პური, ძველი ღვინო,
ძველი სტუმარ-მასპინძელი.

ძველებური მიყვარს სუფრა
და სიმღერა, მაგრამ უფრო
მიყვარს ეს ხე, რომ არც ვიცნო
და არც გამოვესაუბრო.

შემოდგომავ, მოდი, გელი,
მომაწოდე შენი ხელი,
მიყვარს ყველაფერი სადა,
მიყვარს ყველაფერი ძველი!

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 2027 | დაამატა: gogaComments 



დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს,
დაკარგულ სევდას და ცრემლს,
ყველაზე საცოდავ ხეს გაუმარჯოს
ყველაზე მოწყენილ დღეს
ყველა სადღეგრძელოს გაუმარჯოს,
ჯერ არ ნათქვამს და თქმულს. . . .
ყველა მწუხარებას გაუმარჯოს
ყველა დაჩაგრულ გულს,
ქარის წამოქროლვას გაუმარჯოს,
ფოთოლს გზააბნეულს ერთს,
ქვეყნად ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს გაჩენისთვის
მადლი მოვუხადოთ ღმერთს!!

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1237 | დაამატა: gogaComments 



მე რომ შემეძლოს შენთვის მეკოცნა -
დაგიკოცნიდი თვალებს ფაქიზად,
ნაზი ამბორით გაგაბრუებდი,
თითოეულ თმის ღერს დაგიკოცნიდი.
მე რომ შემეძლოს შენი ფერება -
ალბათ არასდროს დავიღლებოდი. . .
მე რომ შემეძლოს შენთვის მეცქირა -
ჩემგან არასდროს არ გაგიშვებდი,
ალბათ წუთითაც არ ვიძინებდი,
არ მეყოფოდა ცხოვრება სრული. . .
მე რომ შემეძლოს შენი მოსმენა -
არ ვისურვებდი არაფერს გარდა,
შენი წყნარი ხმის, შენი ფიქრების,
ოცნებისა და მშვიდი სუნთქვის. . .
მე რომ შემეძლოს თუნდ ერთი წუთით
შენს მიუწდომელ მკერდთან შეხება -
ჩაგიხუტებდი გულში უეცრად
და აღრასდროს არ გაგიშვებდი. . .
მე რომ შემეძლოს შენთვის რამის თქმა,
დამჭირდებოდა მთელი ცხოვრება,
რათა ამეხსნა როგორ მიყვარხარ!

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1257 | დაამატა: gogaComments 

ქალი ოცნება, ქალი სინაზე,
ქალი ცის ცრემლი ცოდვილ მიწაზე,
ქალი ოცნება, ქალი ალერსი,
შენ მოგეფერო მინდა ამ ლექსით,
ლამაზო ქალო, ტანო-ტატანო,
ქალო ათასი ჭირის ამტანო,
ქალო გრძნობის და ტრფობის სამყაროვ...
კაცებმაა?.. კაცებმა ხელის გულზე უნდა გატარონ!

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1612 | დაამატა: gogaComments 



ნასვამმა,
რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში...
მკლავებში,
ფაქიზად გარწიე დილამდე...
ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში
დილა კი,
შენს ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე...

მთვრალი ვარ,
ამაღამ დამახრჩობს ფიქრები...
შენ ალბათ,
სიზმარში მთვარესთან მღალატობ...
მე მაინც გკოცნი და გეხები, თითებით...
შენს გვერდით ვწევარ და ვერ ვხვდები რაღატომ...

და რატომ,
მაგიჟებს ეს ღამე სულელი...
მთვრალი ვარ ოცნებით,
სადღაა ნამუსი...
შენ ალბათ ჩემს კოცნას სიზმარშიც სულ ელი...
ნაწვალებ ტუჩებში გამჯდარი ბახუსით...

და გარწევ,
დილამდე ჯერ კიდევ შორია...
და
შენზე ფიქრები გონებას მიმღვრევენ...
თითებით გეხები და ასე მგონია...
წუთები, დღეები შენს ფიქრებს მისდევენ...

მთელი გზა,
ისევე შენს ფიქრებს მივანდე...
და ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში...
მე ღამე გითენე არ გახსოვს? დილამდე...
და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში....

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1215 | დაამატა: gogaComments 



მე მოვალ შენთან...
არა ისე როგორც ყოველთვის,
მე მოვალ შენთან, სულ სხვანაირი,
შენს გამო, შენთვის
მოგიტან ვარდებს, პირმომცინარ,
სახეგაბადრულ, გულგადახსნილ
ვარდისფერ ვარდებს...
არაფერს გეტყვი,
არ შემოგახვევ ჩემს მგვრიე დარდებს,
შემოგასხურებ შვების წვეთებს
ძველ ტკივილებზე,
გადაგასვენებ რუხი მთების
თეთრ გვირილებზე...
გაინაბები, გაოცებული ჩემი ქმედებით,
დაიფარები ჯადოსნური ცისარტყელებით...
დახუჭავ თვალებს, თვალებს მოღლილს
სავსე ტკივილით
და გადაქანცულს დაგეძინება თბილი ღიმილით...

მე მოვალ შენთან, მოვალ ახლოს
მოვალ ახლოს და... მოგეფერები,
მოგეფერები არა სიტყვით, არა შეხებით,
მხოლოდ ოცნებით_ჩემი ოცნებით,
მხოლოდ ლოცვით_ჩემი ლოცვით
პაწაწინა ლოცვით მოგეფერები...

მე მოვალ შენთან, არა ისე როგორც უწინ,
მე მოვალ შენტან, გრდზნობით გულუხვი,
და არა ძუნწი,
მე დაგიკოცნი, არა ღაწვებს, არა ბაგეებს,
რადგან ეს კოცნა გაგამწარებს,
კვლავ მარცხს გაგემებს
მე დაგიკოცნი არა თვალებს, არა წამწამებს
სულს დაგიკოცნი, სულს გატანჯულს, სულს განაწამებს
მერე დაგტოვებ არა ისე როგორც ვიცოდი,
დაგანახებ, რომ ადრე თურმე ცუდად მიცნობდი,
გულში დაგლოცავ, უხმოდ წავალ, არ გაგაღვიძებ,
და გრძნობით სავსე, გულით მრთელი,
სულით ნათელი.

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1485 | დაამატა: gogaComments 



ძნელია როცა ტირილი გინდა,
ძნელია როცა ტირილს ვერ ბედავ,
ძნელია როცა სიცილი გინდა,
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია როცა შენ გული გტკივა,
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს,
ძნელია როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს.
ძნელია როცა თვალები სველი,
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა,
ძნელია როცა ვიღაცას ელი
და თან იცი რომ ის აღარ მოვა......

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1193 | დაამატა: gogaComments 



"როცა ვინმე ტკივილს
გაყენებს...გულს გტკენს და ამას განიცდი უბრალოდ თვალები დახუჭე და
გაიღიმე... გაიღიმე თუნდაც ეს თვალები ტანჯვითა და ცრემლით გქონდეს სავსე
და მაშინ მოგეცემა ძალა შენს სულში ტკივილი სიხარულად გადააქციო... და
იცოდე რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ ხარ როცა პატიება შეგიძლია..."

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1335 | დაამატა: gogaComments 



It is Love
that gives me purpo
se
to change and grow and learn.
It is Love that guides me on this path
and helps me choose each turn.

It is Love
that gives me courage
to stand against my fears;
to open up my heart to you,
to let you see my tears.

It is Love
that gives me trust and hope
when little thing go wrong.
When distance stands between us,
it is Love that keeps me strong.

It is Love
that offers harmony
and a friendship that is true.
How wonderful that I can share
a Love like this with you… ;->

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1242 | დაამატა: gogaComments 



გემუდარები, ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო განშორებამ გრძნობა გასრისა.
არ დაივიწყო, რომ ოდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას.
შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი,
შინ დაბრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც,
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს.
არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ
და ახლაც შენთან უცოდველი როდი მოვედი,
მაგრამ არასდროს დაიჯერო ისე დავეცე,
გადავიწყვიტო შენი სულის სვეტი ცხოველი.
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ.

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1132 | დაამატა: gogaComments 

« 1 2 3 4 5 6 7 »
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz