მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო, ლექსები
სასიყვარულო, ჩანახატები
სასიყვარულო, ისტორიები
სასიყავრულო, სურათები
სასიყვარულო, ვიდეოები
სასიყვარულო, რჩევები
სასიყვარულო, სტატიები
სასიყვარულო, სტატუსები
თხოვნები საიტზე
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მინი-ჩეთი

 


ოთახიდან გამოვედი და აბაზანისკენ გავეშურე, სიბნელეში რაღაცას დავეჯახე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. სახეზე წყალი შევისხი და ოთახში დავბრუნდი... მაგიდასთან მივედი და დავჯექი. ჯერ სურათს შევხედე, მერე სამართებელს. რაღაც მსგავსებას ვეძებდი. გამეღიმა, როცა აღმოვაჩინე, რომ მისი კაბა სამართებლის ტარივით შავი იყო, ხოლო მაისური სამართებლის პირივით ნაცრისფერი... გამოხედვაც სამართებელივით მისერავდა გულს... 
ვცდილობდი, სხვა რამეზე მეფიქრა, მაგრამ არ გამომდიოდა. უჯრა გამოვაღე და ლექსების კითხვა დავიწყე. ყველამ რაღაც მოგონება ამოატივტივა თავში. ნელ-ნელა ფრაგმენტებად აეწყო ჩემი ცხოვრება მისი გაცნობიდან დღემდე. ბედნიერებას უარით გამოწვეული ცრემლი და მარტოობის წუთები ცვლიდა და ამ ყველაფერს პატარა ლექსებად აწყობდა რითმა... გული მტკიოდა, მაგრამ ვერ ვტიროდი, ცრემლი გამშრობოდა თვალში. უკანვე ჩავყარე ლექსები უჯრაში, დანახვაც აღარ მსურდა მათი. საკუთარი თავი მეზიზღებოდა და მის შეჯავრებას კი ვერ ვახერხებდი. ისევ ისე მიყვარდა, როგორც მაშინ, სანამ ვეტყოდი ამას. ის დღეც გამახსენდა... პირველ აპრილს სიყვარული რამ ამახსნევინა-მეთქი - გავიფიქრე და გამეღიმა. ესეც ბედს დავაბრალე. გამახსენდა, ის ხომ 13 დღით იყო ჩემზე დიდი. მივხვდი, ჩემი სიყვარულის ამბავი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო,..

კატეგორია: სასიყვარულო, ისტორიები | ნახვები : 2177 | დაამატა: gogaComments 

ისეთი წვიმაა

 

ისეთი წვიმაა, 
ასე მგონია ტკივილებისგან დაღლილ ზეცას სცვივა ცრემლები, 
ასე მგონია უსახლკარო ვარ, 
და თავზე მაწვიმს თავგამეტებით... 

ისეთი წვიმაა, 
რომ მოვინდომო მდინარეებად გადავევლები სამოთხის ბაღებს, 
ბროწეულების ჩრდილში დავჯდები, 
და ლექსებს დავწერ დაღამებამდე

ისეთი წვიმაა, 
ასე მგონია ხან სიზმარში ვარ, დავბორიალობ ხან მთვარეული, 
წვიმის წვეთები შენზე მიყვება, 
მეც შენზე უფრო გადარეული, 

ვფიქრობ და ვფიქრო
როდემდე ღმერთო
ჩემს ფიქრს თავადაც ნეტავ ხვდებოდე
რომ მე არა მაქვს იმხელა ძალა
დაუსრულებლად მენატრებოდე

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1802 | დაამატა: gogaComments 

 


გიორგიმ და მარიმ ერთმანეთი ქორწილში გაიცნეს, ანის და გიგის ქორწილში, ორივენი მეჯვარეები იყვნენ. ერთმანეთი ძალიან მოეწონათ, ორივენი კარგები იყვნენ და ერთი ნახვითაც შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ არ ამჟღავნებდნენ. რამოდენიმე თვის შემდეგ ერთმანეთს გამოუტყდნენ სიყვარულში, ერთი წელიწადი იყვნენ შეყვარებულები, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
მარი ერთ ბიჭს უყვარდა - რაჯის, რომელიც ცდილობდა მარი და გიორგი ერთმანეთს დაეშორებინა, შეეძლო კიდეც.
მარი მარტო იყო სახლში, როდესაც თავს ქურდები დაესხნენ და ერთ-ერთმა მათგანმა გააუპატიურა. მარიმ ამოიცნო ეს თვალები, მაგრამ დამალა, ეშინოდა გიორგი მიმატოვებსო, ცოლად არ გავყვები, არ გავაუბედურებ, მაგრამ მაინც მეყვარებაო...
რაჯიმ რომ არაფერი ცვლილება ნახა მათ შორის თვითონ უთხრა გიორგის ყველაფერი. გიორგიმ არ დაიჯერა, ეს დამცირება ვერ აიტანა, სინიაკი დაამჩნია თვალებზე, დააბრმავა.
გაავებულმა გიორგიმ მარის პაემანი დაუნიშნა, მარიმ უცებ ანას დაურეკა და უთხრა:
- მგონი კარგ ხასიათზე არ არის გიორგი, რაღაც აღელვებული ჩანდა და პაემანი დამინიშნა.
- მარი ! ძალიან გთხოვ ფრთხილად, ცოლობაზე არ დათანხმდე ხომ იცი?...ან იქნებ პრობლემები აქვს უბრალოდ და სურს შენთან გადაწყვიტოს, მაგრამ შენ ფრთხილად, შენ რამე არ წამოგცდეს, თავი სამუდამოდ არ დაიღუპო...დაარიგა აღელვებულმა ანამ
- ანა იქნებ რაჯი ჩაერია? ( ტირის მარი) და ყურმილი გაუვარდა. ანა მოვიდა სახლში, დაამშვიდა და უთხრა მოწესრიგებულიყო და წასულიყო შეხვედრაზე
მიდის ტროტუარზე და გრძნობს, რომ ცუდი უნდა მოხდეს...ხეები ჩურჩულებენ, თითქოს აფრთხილებენ, თითქოს ამბობენ:
- " საწყალი მარი".

კატეგორია: სასიყვარულო, ჩანახატები | ნახვები : 1642 | დაამატა: gogaComments 

 


სანთელი იწვის მალე ჩაქრება იგი და ირგვლივ უკუნითი სიბნელე დაისადგურებს,რამდენიც არ უნდა მეძებო სიბნელეში ვერ მიპოვი იჩქარე სანამ სანთელი ჩამოიღვენთებოდეს,სანთელი იწვის,სანთელი კიარა ირგვლივ ყველაფერი იწვის,იწვის მარა შენ ვერ ხედავ ამას არა კივერ ხედავ არ გინდა რომ დაინახო უსაშველო მონატრება დაგუბებულა ჩემს გულში და ამიტომ შევთხოვ მაცხოვარს შენს დაბრუნებას. მარადიული ამქვეყნად სიყვარულია და არა სიყვარულის საგანი გეგონოს მასე შენ სრული ბედნიერება არ არსებობსო,,,ტყუილია ეგ მე შენთან ნამდვილად ბედნიერი ვიყავი,ასე მეგონა მაშინ ფრთები მეკლდა მხოლოდ თორემ ვარსკვლავისაკენ გავფრინდებოდი ასე მეგონა სულ ჩემთან იქნებოდი,ჩემს გვერდით რათა თანაბარი სუნთქვა მესმინა შEნი......თუ გულში სიყვარულს მარადიულობის ტახტიარ უდგას ასეთი სიყვარული სიკვდილის ტოლფასია ...ნამდვილი სიყვარული ერთი ნახვით ჩნდება ყველა დანარჩენი სიყვარული კიარა შეგუებაა. დაეშვა ფარდა და აღარასოდეს აღარ აიწევს დაიწვა გული მაგრამ მინდა რომ უფრო დაიწვეს. :o თუ მოგენატრები ჩაიტანე ეს დიდი სურვილი სიზმრად და ჩემს სუნთქვას იგრძნოფ უმალ თუ ძალიან მოგენატრები სანთელი აანთე და მის მკრთალ შუქზე მებაასე სული ჩემი უდაოდ შენთან გაჩნდენბა თუ უფრო ძაან მოგენატრები ცისფერ ცას ახედე და ჩემი სახე თეთრ ღრუბლებში დაიხატება თუ კიდევ უფრო მეტად მოგენატრები ცისფერ ზღვას გახედე და მის ტნაპირზე ფეხშიშველი მორბენალს დამინახავ და თუ კიდევ უფრო მეტად მოგენატრები მაგრამ.... საკითხავი იცი რა არის******? მოგენატრები კი ოდესმე

კატეგორია: სასიყვარულო, ჩანახატები | ნახვები : 1638 | დაამატა: gogaComments 

გარეთ წვიმს,წვიმა ეფერება ფოთლებს ნამიანს
ზეციდან დაბლა ერეკება წვეთთა არმიას
წვიმის წვეთივით ეს ცხოვრება ერთი წამია
გარეთ წვიმს,წვიმის ციდა წვეთებს დარდი არ მიაქვთ...

წვიმის წვეთები გუბეეში ხაზავენ რკალებს
მე ველი მაგრამ არვინ აღებს ოთახის კარებს
წვეთების წკაპუნს მოვუსმენ და დავხუჭავ თვალებს
წვიმასთან ერთად გავათენებ უძილო ღამეს...

ქაღალდის გემი დიდ გუბეში ამაყად ცურავს
მიწას კი თავზე შავი მანდილი ხურავს
მეკი ფანჯრიდან თვალს ვადევნებ ღამის ამ სურათს
სიამოვნებით gავიდოდი წვიმაში სულაც

სიამოვნებით გავყვებოდი ღამის სველ ქუჩებს
სიამოვნებით შევუშვერდი ცივ წვიმას ტუჩებს
ღამეს ხომ წვიმა მარტოობის სეგრძნებას უვსებს

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1832 | დაამატა: gogaComments 

და მარტოობა დღეს თუ არ შემცვლის
და უშენობას დღეს თუ მე ვძლიე,
ხვალ თვითონ მოვალ და თვითონ გეტყვი,
რომ შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ...
მე გადავთელავ ჩემს სიამაყეს
და როცა შენზე ოცნება მოთოვს
არ მსიზმრებია ბოდვიან ღამეს
მოვალ და ჩემს წილ სიყვარულს მოგთხოვ!
და ეს ფიქრები ღამენათევი
თვით სიცოცხლეზეც ალბათ მეტია.
შენზე ლოცვაში დადნა სანთლები,
შენი თვალები ჩემთვის ღმერთია.
და მარტოობა დღეს თუ არ შემშლის,
ხვალ ალბათ მოხვალ, მომიტან იებს,
მე ვერ მოვითმენ და მართლა გეტყვი
რომ შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ!!!

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1669 | დაამატა: gogaComments 

ატეხილ ქარებს რა შეაჩერებს, უსიყვარულოდ
ფოთოლცვენაში როგორ ვიპოვო ჩვენი ფოთლები,
წვიმას რა უთხრა სიყვარულზე რით დავამშვიდო
მზე,რომ ამოვა მე უშენოდ როგორ ვიქნები...
როგორ გაუძლო უსიყვარულოდ მე ამ გაზაფხულს
ან ზღვას რა უთხრა,მთას ავხედო რა დამშვიდებით
ველად გავიჭრა რა ვიყვირო მარტო შეშლილმა..............
ვისთან მივიდე თუ ვერ გავძლებ და გავგიჟდები.
ატეხილ ქარებს შეაჩერებს ეს სადღეგრძელო
ხმელ ფოთლებს წყალში ჩავალაგებ მზეს დავპირდები,
სულ სხვას ვაკოცებ სხვასთან მივალ დასამშვიდებლად
თუ სატრფოს სხვისი ბაგე უყვარს და არ ვჭირდები.
აი წვიმას კი მე ვერაფერს ვერ დაუმალავ
ვეტყვი, რომ მარტო დავთვერი და გზა ამერია......
" მერე რა მოხდა მე და წვიმა თუ გავგიჟდებით
გიჟების ხვედრი მზე, მთვარე და ვარსკვლავებია"

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1534 | დაამატა: gogaComments 

დღეს, მარტოობაც და ცხოვრებაც იისფერია,�
გაფანტულ ფოთლებს, კვლავ აცეკვებს ლამაზად, ქარი.�
დღეს მისი მზერა, გამჭირვალე მინისებრია.�
საოცარია, ფიქრებისგან დაღლილი ქალი.�

თითქოს, სიყვარულს ელოდება ფოთოლთ შრიალში.�
თუმც, სიყვარულის წაიშალა ყოველი კვალი.�
ის, მარტოობამ შეიყვარა ყველაზე მეტად�
და ოქტომბერში, მარტოობამ დასწერა ჯვარი...

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1564 | დაამატა: gogaComments 

ტაძარში შევალ,დავიჩოქებ,სანთელს ავანთებ,
წმინდა სიყვარულს შევავედრებ ... მარიამს!
შენთვის ვილოცებ,ჩემი ლოცვით სასომიხდილი,
აღელვებული გავუყვები ქუჩებს ღამიანს!

სანთელს ავანთებ ხავსმოდებულ ხატის კედელზე,
აქაც ვილოცებ ჩუმი ოხვრით,ჩუმი ვედრებით,
შენთვის ვილოცებ ამ ხატთანაც,ჩემო სიცოცხლე!
ბედნიერებას შენსას შევთხოვ ზეცას ხელებით.

გულს მახვევია კავკასიის მტების ნისლივით,
მწარე ფიქრებში გაჩენილი ცივი ზმანება;
მე შევჩერდები უკაცრიელ ღამის ქუჩებში,
მთვარეს შევხედავ ჩემი თავი შემებრალება!

თვალდახუჭული მივუყვები სევდის ქარაფებს,
დიდი ხანია უკვე ავცდი მე ბედის ბილიკს,
კლდეების ძირში ოხრავს,ბორგავს ფიქრის მორევი,
გულის სიღრმეში ჩემი გული დაიწყებს ტირილს.

ხატის კედელზე გულამოსკვნით ტირის სანთელი,
ცხელი ცრემლები ეცემიან გულის იარებს,
სულმთლად დაფარა მთვარის ჩრდილი შავმა ღრუბელმა,
მეც ღამის ჩრდილი შემომახვევს თავის ხვიარებს.

დაე ვიტანჯო!ოღონდ კი შენ ტკბილად იცხოვრე,
მე სანთლით ხელში შემოვივლი ხატებს და ტაძრებს;
ჩუმი ლოცვითაც შევაწუხებ ... ღვთისმშობელს,
ოღონდ შენ იყო ბედნიერი და შენ გფარავდეს...

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1630 | დაამატა: gogaComments 

უკეთესი სხეული

ჩვენ ყველას გვქონია პერიოდი როდესაც აქტიურად ვცდილობთ დავიკლოთ წონაში სხვადასხვა დიეტების და ვარჯიშების საშუალებით. ეს დამღლელი პროცესია, რომლის დროსაც ქალთა უმეტესობა დეპრესიაში ვვარდება. თუმცა, ამ საქმისათვის ძალებს არ ვიშურებთ ძალზედ მნიშვნელოვანი მიზეზების გამო: პირველ რიგში ნებისმიერი მანდილოსანი წონაში იკლებს საკუთარი თავისთვის და შემდეგ უკვე გარშემომყოფთათვის და სულ ბოლოს პარტნიორისათვის. ფსიქოლოგთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ გათხოვილ ქალთა 60% ქორწინების პირველი 3 წლის მანძილზე საგრძნობლად იმატებს წონაში, რაც უარყოფითად აისახება მათ ხასიათზე და ურთიერთობაზე პარტნიორთან. შეკითხვაზე თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენთვის სასურველი წონა ფსიქოლოგები საკმაოდ საინტერესო პასუხს გვთავაზობენ: `მარტოხელა ადამიანთა უმეტესობა საკუთარ თავს უცხო ადამიანის თვალით უყურებენ და აფასებენ. შესაბამისად მათ უძლიერდებათ სრულყოფილებისაკენ სწრაფვის სურვილი. ასეთი ადამიანები ცდილობენ ყოველთვის მომხიბვლელნი და საინტერესონი იყვნენ პოტენციური პარტნიორებისათვის.

კატეგორია: სასიყვარულო, რჩევები | ნახვები : 1632 | დაამატა: gogaComments 

1 2 3 ... 7 8 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz