მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო, ლექსები
სასიყვარულო, ჩანახატები
სასიყვარულო, ისტორიები
სასიყავრულო, სურათები
სასიყვარულო, ვიდეოები
სასიყვარულო, რჩევები
სასიყვარულო, სტატიები
სასიყვარულო, სტატუსები
თხოვნები საიტზე
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მინი-ჩეთი
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 1 » მე მოვალ შენთან...
1:03 PM
მე მოვალ შენთან...



მე მოვალ შენთან...
არა ისე როგორც ყოველთვის,
მე მოვალ შენთან, სულ სხვანაირი,
შენს გამო, შენთვის
მოგიტან ვარდებს, პირმომცინარ,
სახეგაბადრულ, გულგადახსნილ
ვარდისფერ ვარდებს...
არაფერს გეტყვი,
არ შემოგახვევ ჩემს მგვრიე დარდებს,
შემოგასხურებ შვების წვეთებს
ძველ ტკივილებზე,
გადაგასვენებ რუხი მთების
თეთრ გვირილებზე...
გაინაბები, გაოცებული ჩემი ქმედებით,
დაიფარები ჯადოსნური ცისარტყელებით...
დახუჭავ თვალებს, თვალებს მოღლილს
სავსე ტკივილით
და გადაქანცულს დაგეძინება თბილი ღიმილით...

მე მოვალ შენთან, მოვალ ახლოს
მოვალ ახლოს და... მოგეფერები,
მოგეფერები არა სიტყვით, არა შეხებით,
მხოლოდ ოცნებით_ჩემი ოცნებით,
მხოლოდ ლოცვით_ჩემი ლოცვით
პაწაწინა ლოცვით მოგეფერები...

მე მოვალ შენთან, არა ისე როგორც უწინ,
მე მოვალ შენტან, გრდზნობით გულუხვი,
და არა ძუნწი,
მე დაგიკოცნი, არა ღაწვებს, არა ბაგეებს,
რადგან ეს კოცნა გაგამწარებს,
კვლავ მარცხს გაგემებს
მე დაგიკოცნი არა თვალებს, არა წამწამებს
სულს დაგიკოცნი, სულს გატანჯულს, სულს განაწამებს
მერე დაგტოვებ არა ისე როგორც ვიცოდი,
დაგანახებ, რომ ადრე თურმე ცუდად მიცნობდი,
გულში დაგლოცავ, უხმოდ წავალ, არ გაგაღვიძებ,
და გრძნობით სავსე, გულით მრთელი,
სულით ნათელი.
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 1488 | დაამატა: goga | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
იმეილი:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz