მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო, ლექსები
სასიყვარულო, ჩანახატები
სასიყვარულო, ისტორიები
სასიყავრულო, სურათები
სასიყვარულო, ვიდეოები
სასიყვარულო, რჩევები
სასიყვარულო, სტატიები
სასიყვარულო, სტატუსები
თხოვნები საიტზე
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მინი-ჩეთი
მთავარი » სასიყვარულო, ლექსები

ისეთი წვიმაა

 

ისეთი წვიმაა, 
ასე მგონია ტკივილებისგან დაღლილ ზეცას სცვივა ცრემლები, 
ასე მგონია უსახლკარო ვარ, 
და თავზე მაწვიმს თავგამეტებით... 

ისეთი წვიმაა, 
რომ მოვინდომო მდინარეებად გადავევლები სამოთხის ბაღებს, 
ბროწეულების ჩრდილში დავჯდები, 
და ლექსებს დავწერ დაღამებამდე

ისეთი წვიმაა, 
ასე მგონია ხან სიზმარში ვარ, დავბორიალობ ხან მთვარეული, 
წვიმის წვეთები შენზე მიყვება, 
მეც შენზე უფრო გადარეული, 

ვფიქრობ და ვფიქრო
როდემდე ღმერთო
ჩემს ფიქრს თავადაც ნეტავ ხვდებოდე
რომ მე არა მაქვს იმხელა ძალა
დაუსრულებლად მენატრებოდე

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1802 | დაამატა: gogaComments 

გარეთ წვიმს,წვიმა ეფერება ფოთლებს ნამიანს
ზეციდან დაბლა ერეკება წვეთთა არმიას
წვიმის წვეთივით ეს ცხოვრება ერთი წამია
გარეთ წვიმს,წვიმის ციდა წვეთებს დარდი არ მიაქვთ...

წვიმის წვეთები გუბეეში ხაზავენ რკალებს
მე ველი მაგრამ არვინ აღებს ოთახის კარებს
წვეთების წკაპუნს მოვუსმენ და დავხუჭავ თვალებს
წვიმასთან ერთად გავათენებ უძილო ღამეს...

ქაღალდის გემი დიდ გუბეში ამაყად ცურავს
მიწას კი თავზე შავი მანდილი ხურავს
მეკი ფანჯრიდან თვალს ვადევნებ ღამის ამ სურათს
სიამოვნებით gავიდოდი წვიმაში სულაც

სიამოვნებით გავყვებოდი ღამის სველ ქუჩებს
სიამოვნებით შევუშვერდი ცივ წვიმას ტუჩებს
ღამეს ხომ წვიმა მარტოობის სეგრძნებას უვსებს

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1832 | დაამატა: gogaComments 

და მარტოობა დღეს თუ არ შემცვლის
და უშენობას დღეს თუ მე ვძლიე,
ხვალ თვითონ მოვალ და თვითონ გეტყვი,
რომ შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ...
მე გადავთელავ ჩემს სიამაყეს
და როცა შენზე ოცნება მოთოვს
არ მსიზმრებია ბოდვიან ღამეს
მოვალ და ჩემს წილ სიყვარულს მოგთხოვ!
და ეს ფიქრები ღამენათევი
თვით სიცოცხლეზეც ალბათ მეტია.
შენზე ლოცვაში დადნა სანთლები,
შენი თვალები ჩემთვის ღმერთია.
და მარტოობა დღეს თუ არ შემშლის,
ხვალ ალბათ მოხვალ, მომიტან იებს,
მე ვერ მოვითმენ და მართლა გეტყვი
რომ შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ!!!

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1669 | დაამატა: gogaComments 

ატეხილ ქარებს რა შეაჩერებს, უსიყვარულოდ
ფოთოლცვენაში როგორ ვიპოვო ჩვენი ფოთლები,
წვიმას რა უთხრა სიყვარულზე რით დავამშვიდო
მზე,რომ ამოვა მე უშენოდ როგორ ვიქნები...
როგორ გაუძლო უსიყვარულოდ მე ამ გაზაფხულს
ან ზღვას რა უთხრა,მთას ავხედო რა დამშვიდებით
ველად გავიჭრა რა ვიყვირო მარტო შეშლილმა..............
ვისთან მივიდე თუ ვერ გავძლებ და გავგიჟდები.
ატეხილ ქარებს შეაჩერებს ეს სადღეგრძელო
ხმელ ფოთლებს წყალში ჩავალაგებ მზეს დავპირდები,
სულ სხვას ვაკოცებ სხვასთან მივალ დასამშვიდებლად
თუ სატრფოს სხვისი ბაგე უყვარს და არ ვჭირდები.
აი წვიმას კი მე ვერაფერს ვერ დაუმალავ
ვეტყვი, რომ მარტო დავთვერი და გზა ამერია......
" მერე რა მოხდა მე და წვიმა თუ გავგიჟდებით
გიჟების ხვედრი მზე, მთვარე და ვარსკვლავებია"

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1534 | დაამატა: gogaComments 

დღეს, მარტოობაც და ცხოვრებაც იისფერია,�
გაფანტულ ფოთლებს, კვლავ აცეკვებს ლამაზად, ქარი.�
დღეს მისი მზერა, გამჭირვალე მინისებრია.�
საოცარია, ფიქრებისგან დაღლილი ქალი.�

თითქოს, სიყვარულს ელოდება ფოთოლთ შრიალში.�
თუმც, სიყვარულის წაიშალა ყოველი კვალი.�
ის, მარტოობამ შეიყვარა ყველაზე მეტად�
და ოქტომბერში, მარტოობამ დასწერა ჯვარი...

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1564 | დაამატა: gogaComments 

ტაძარში შევალ,დავიჩოქებ,სანთელს ავანთებ,
წმინდა სიყვარულს შევავედრებ ... მარიამს!
შენთვის ვილოცებ,ჩემი ლოცვით სასომიხდილი,
აღელვებული გავუყვები ქუჩებს ღამიანს!

სანთელს ავანთებ ხავსმოდებულ ხატის კედელზე,
აქაც ვილოცებ ჩუმი ოხვრით,ჩუმი ვედრებით,
შენთვის ვილოცებ ამ ხატთანაც,ჩემო სიცოცხლე!
ბედნიერებას შენსას შევთხოვ ზეცას ხელებით.

გულს მახვევია კავკასიის მტების ნისლივით,
მწარე ფიქრებში გაჩენილი ცივი ზმანება;
მე შევჩერდები უკაცრიელ ღამის ქუჩებში,
მთვარეს შევხედავ ჩემი თავი შემებრალება!

თვალდახუჭული მივუყვები სევდის ქარაფებს,
დიდი ხანია უკვე ავცდი მე ბედის ბილიკს,
კლდეების ძირში ოხრავს,ბორგავს ფიქრის მორევი,
გულის სიღრმეში ჩემი გული დაიწყებს ტირილს.

ხატის კედელზე გულამოსკვნით ტირის სანთელი,
ცხელი ცრემლები ეცემიან გულის იარებს,
სულმთლად დაფარა მთვარის ჩრდილი შავმა ღრუბელმა,
მეც ღამის ჩრდილი შემომახვევს თავის ხვიარებს.

დაე ვიტანჯო!ოღონდ კი შენ ტკბილად იცხოვრე,
მე სანთლით ხელში შემოვივლი ხატებს და ტაძრებს;
ჩუმი ლოცვითაც შევაწუხებ ... ღვთისმშობელს,
ოღონდ შენ იყო ბედნიერი და შენ გფარავდეს...

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1630 | დაამატა: gogaComments 



სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული,
მაინც არაფერში გარგია,
მაგრამ სიძულვილთან შედარებით ვინმეს
რომ უყვარხარ კარგია!
სხვისთვის მიგიგდია ჩემი ლექსი შენთვის ზედმეტი ბარგია,
მაგრამ წართმევასთან შედარებით რამეს რომ გაძლევენ კარგია,
არაფრად გინდა შენ ჩემი ალერსი სხვისიც
არასოდეს გაკლია მაგრამ ლანძღვასთან
შედარებით რომ გეფერებიან კარგია.

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1508 | დაამატა: gogaComments 

ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა.
არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა.
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.
რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია.
მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ
ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ?
გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი.
მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი.

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1816 | დაამატა: gogaComments 

ჩემი მონატრება-როგორც წვიმის წვეთი, 
სულში გავწურე და ხეზე ჩამოვაწდე.�
ეკლით გადაბურდულ ვდგევარ უღრან ტყეში,�
ვინმე სულიერის ქოხს რომ გადავაწყდე...�

ეს ის ტკივილია,ზღვა რომ აგიღელვე,�
ეს ის თვალებია, სულ რომ წყლიანია.�
არა,არ მინატრო,არა, შემოგევლე,�
აწი ვეღარ მოვალ ,უკვე გვიანია!�

ჩემი ზღაპარიც ხომ ასე დაიწყება;�
"იყო და არ იყო...დიდხანს იარაო..."�
თუ კი ამ ცხოვრებას ჰქვია "ს ა ო ც რ ე ბ ა",�
-თითქოს მიცხოვრია, მართლა კი არაო.

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 2360 | დაამატა: gogaComments 

სამოსი სველი ქრება უკვალოდ
ლამის ცას მიწვდეს მიეალერსოს...
შურია, ზიზღი, ისევ ბრაზდება 
შეშლილი სახით რითმებს აწვება.
ჩუმად იყავით!_ მოდის სატანა_...
ცეცხლია ირგვლივ, ჯდება სატანა...
დროის იმედით სიკეთეს ელის,
ფურცელი ხელში, გეგმებით სველი
ხვალის სიკეთე მოკვდავის წერით.
წარსულის ცოდვებს იწერს სატანა
ქულებს იწერდა თმაში ჭაღარა.
გეგმა პირველი: _ ივიწყებს წარსულს,
გულის სიღრმეში გონებას ართობს...
ამას მოყვება მომავლის გეგმა
ხვალ ისევ მოხუცს ჩაუგდებს ხურდას,
აღარ დასცინებ უაზრო ფიქრებს,
მოხუცს ხელით სახლამდეც მიყვეს,
იქნებ ამით ზეცასაც მიწვდეს...
გეგმა გრძელდება:_ ტაძარი ჩნდება,
ლოცვის კითხვაში იღლება ენა
გულის სიღრმეში ეშმაკი ღელავს
ჩვენი ცოდვებით ეშმაკი ხედავს
ცეცხლის ბზარებით ებმება ენა.
საამაყოა ხალში სატანა....
ლოცვის კითხვაში ტოვებს თანდათან,
ბოდიშს იხდის და მოხუცს მიყავს,
უფლის წინაშე მადლობას წირავს
ცინიკურობა ცხოვრებას რითმავს....

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1392 | დაამატა: gogaComments 

1 2 3 ... 6 7 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz