მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო, ლექსები
სასიყვარულო, ჩანახატები
სასიყვარულო, ისტორიები
სასიყავრულო, სურათები
სასიყვარულო, ვიდეოები
სასიყვარულო, რჩევები
სასიყვარულო, სტატიები
სასიყვარულო, სტატუსები
თხოვნები საიტზე
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მინი-ჩეთი
მთავარი » სასიყვარულო, ლექსები

 


სადღაც ბნელი კაფის ბნელ კუთხეში ვზივარ.
მაგიდაზე სანთელი ანთია ისე ჩუმად, რომ ხმის ამოღების მეშინია, ვაი თუ ესეც ჩაქრეს.
სიგარეტი საფერფლეში იფერფლება.
ყავა გაბზარულ ჭიქაში ცივდება და ნელა ნელა ძირს ილექება.
ვიხსენებ...
გიხსენებ...
და ვნანობ....
სიგრეტი ტუჩს მიწვავს
ისე როგორც შენი ტუჩი...
და არ ვნანობ.
არასოდეს მყვარებია ცივი ყავა...
ახლა მიყვარს
შენს გულს მაგონებს და...�
ვნანობ.
ცრემლადშეკავებული ლოდინი ეხეთქება სულს...
თვალებში უაზრო სიცივე და უკვე აღარაფრის მოლოდინია.
და ვნანობ
წლებს, დღეებს, წუთებს.
რატომ მაგვიანდება ყოველთვის სადღაც...
რატომ ვტოვებ ყოველთვის რაღაც ნივთს სადღაც, როცა უკან ვბრუნდები...�
ნივთს, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს.
ჰო!
სადღაც ბნელი კაფის ბნელ კუთხეში ვზივარ,
მაგიდაზე სანთელი ანთია ისე ჩუმად, რომ ხმის ამოღების მეშინია, ვაი თუ ესეც ჩაქრეს,
სიგარეტი საფერფლეში იფერფლება,
ყავა გაბზარულ ჭიქაში ცივდება და ნელა ნელა ძირს ილექება,
ვიხსენებ...
გიხსენებ...
და ვნანობ....

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1255 | დაამატა: gogaComments 

მე მოვალ შენთან, გაზაფხულის წვიმას მოვყვები...
მარტის სიგიჟეს, მონატრებას გავანდობ შენსას,
შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით,
და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...

მოვალ დაღლილი, გათანგული, ფიქრით და ლოცვით,
დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან,
დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის,
და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან...

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1384 | დაამატა: gogaComments 

გრძნობის არტერია ტკივილს ემონება...
ფიქრი ეჭვნარევ ქარიშხლებს მაყრის
ნუ მკოცნი! ვიღაცას რაღაც ეგონება..
ნიღაბს ჩამოიგლეჯს და ჭორებს აყრის...


ალუბლის ტოტებს შეარხევს ბგერა
შენს გულს საჩემოდ რომ ექარგება,
შიგ შემოღწევის მე დღემდე მჯერა
და თუკი კვალი დამეკარგება...


მაშინ დამტოვე, (ვინ გაგამტყუნებს?!)
და მეც გავქრები წარსულის სიტკბოდ
თან გავიყოლებ ეშმაკურ თვალებს
და შენებური ღიმილის სითბოს...

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1276 | დაამატა: gogaComments 

დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა 
მხოლოდ ვიცი რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა 
ხატების სევდას,ფრესკების სევდას, 
რომლებსაც ძველი ეკლესიის კედლებზე ვხედავ 
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა 
მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები 
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა 
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა 
ასე მგონი თუ ინებეს შენმა თვალებმა 
ვით წმინდა სანთელს, ცაში ვარსკვლავს აგინთებს ახალს 
მე შემოგწირავ ყოველივეს დაუნანებლად 
მაგრამ დაჩოქილს შენს წინაშე ვერასდროს მნახავ. 
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა 
მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები 
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა 
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა...


კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1264 | დაამატა: gogaComments 

დახუჭე თვალები და ოცნებები აანთე შენი
წარმოიდგინე რეალობად ეს ჩვები გზები
ვარდისფურცლებით მოფენილი სამყარო გველის
ხელი ჩამკიდე სიყვარული ჩვენ გულებს ეტრფის
თვალები დახუჭე გაყინულ ტუჩებს აჩუქე სითბო
უშენობით ხომ ჩემი თვალეები ცრემლის ღვრას უხმობს
ჩუმად იყავი,ყური დაუგდე გულების ძგერას
მათი სიმღერა სიყვარულით აღავსებს ყველას
ნაზი პეპელა დაფარფატებს ვარდის ფურცლებში
და ის სინაზე შენ სხეულსაც ეალერსება
თვალებს ნუ ახელ თორემ სამყაროს
რეალობის სხივები ეთამაშება

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1344 | დაამატა: gogaComments 

მოგკლავდი�
მაგრამ�
არა შენი სიკვდილით,
შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემში
და მერე ყველაზე დახინჯებული გულით
თავიდან შეგიყვარებდი.

მეტკინე�
როგორც მოტეხილი მკლავი,
თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა
და შენი უმიზეზოდ მტირალი თვალების
ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე.
იმდენად მარტო ვარ,
ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები,
არა თუ ადამიანებს და ყველაფერი
ხელიდან მივარდება:
კალამი და შენი სუნი,
იები და შენი გაბუტვა.
ვის?!
ვის გავარდნია ხელიდან
ყველაზე მართალი ღიმილი.

ყველაზე გულწრფელი და ბავშვური?
მე გამივარდა.
არა!
ალბათ ძალით დავანარცხე მიწას
და ნამსხვრევებად ვაქციე
შენი ბროლის ტუჩები,
რომ არავის შეემჩნია რა ვნებით
მიყვარდა მათი კოცნა.

მოგკლავდი�მაგრამ�
არა სიკვდილით.
სიცოცხლით მოგკლავდი,
სიცილით მოგკლავდი და მერე
შენს სულთან ერთად ვიცეკვებდი
ღამის ქუჩებში სევდიან ტანგოს
სიახლოვის მკვლელი
და შენთან ერთად დავშორდებოდი
ცაზე შეყვარებულ დედამიწას.
-მომკლავდი?
-ალბათ....


კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1213 | დაამატა: gogaComments 

როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
რაღა თქმა უნდა ეს საწყენია,
მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ
იმ წუთზე ტკბილი არაფერია.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
მენდე, ეს ჩემთვის არაფერია,
მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს,
გასაკვირი აქ არაფერია.
შენით მე გავხდი ბევრად უფროსი,
შენ კი ისევე ბავშვად იქეცი,
როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე
და სამუდამოდ შენად ვიქეცი.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
და სიყვარული მართლაც წრფელია,
მაშ , დავივიწყოთ ჩვენი ასაკი,
მერწმუნე წლები არაფერია.

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1269 | დაამატა: gogaComments 

ჩემი სახლია კუბო წყეული,
ვიცი, ვიქნები მარად წყეული,
ჩემთვის უცხოა ვნება და შიში,
მტაცებელია ჩემს ველურ სისხლში...
"ღამეა" ჩემთვის ხანა რჩეული,
მაშინ იღვიძებს ჩემში გრძნეული,
წყვდიადში ისმის ბოდვა და კვნესა,
მჩვევია სისხლით ეშვების მოსვრა...
აჩრდილთა ჯარი მიყურებს შიშით,
როცა დავცურავ მე მსხვერპლთა სისხლში...
სუფთა გოდება, ცრემლი დაღვრილი,
ღამის ზმანება არის ნამდვილი...
ილუზიებსაც არ აქვს ნაპირი,
გამოგიტყდებით, მე ვარ ვამპირი!!

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1333 | დაამატა: gogaComments 

შენ უნდა იყო,
თანაც არ იყო,
ცხოვრობდე ყოფნა-არყოფნის ზღვარზე,
უნდა ატარო ზღვების დუმილი,
ტალღებითა და მარილით სავსე.
შენ უნდა იყო...
ჰო, ერთი სიტყვით,
უნდა ცხოვრობდე, ვითომ არა ხარ,
რა ვქნა, თუ მხოლოდ ასე შევძლებდი
შენი სულის და ხორცის დანახვას...
უნდა დარჩე და უნდა წახვიდე...
ვერ ამოირჩევ ვერცერთს ორიდან...
და ახლოდანაც ისე გხედავდე,
როგორც გხედავდი გუშინ შორიდან.
გამოიცვალა ზამთრის ამინდი,
ჩვენც უნებურად გამოვიცვალეთ...
მე შენ წინა ვარ_ცის თუ მიწისა,
თვითონ არ ვიცი,
გამო(მ)იცანი.

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1191 | დაამატა: gogaComments 



ვინ იცის, იქნებ ჩვენი ცხოვრება
კვლევა-ძიების გზა და მტვერია,-
ბედნიერებას მოიპოვებ და
ბედნიერება არაფერია

ვაჰთუ, ასეა თავისუფლებაც,
თავისუფლებას ჯვარი სწერია,-
ყველაფერია მოპოვებამდე,
მოიპოვებ და არაფერია!
იბრძვი, ბობოქრობ უფლის შეწევნით,
წლებს ჯირკებივით მატებ კერიას, -
მიხვალ მიზნამდე, და ბედს ეწევი,
იმ ბედს იქით კი... არაფერია!


იწვის ქვეყანა შენი სიცოდვით
შენს სიმღერებს კი მაინც მღერიან,
შხამით სავსეა თასი სიცოცხლის
დასცლი ამ თასს და... არაფერია!


კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1151 | დაამატა: gogaComments 

« 1 2 3 4 ... 6 7 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz