მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო, ლექსები
სასიყვარულო, ჩანახატები
სასიყვარულო, ისტორიები
სასიყავრულო, სურათები
სასიყვარულო, ვიდეოები
სასიყვარულო, რჩევები
სასიყვარულო, სტატიები
სასიყვარულო, სტატუსები
თხოვნები საიტზე
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მინი-ჩეთი
მთავარი » მასალის არქივი

კატეგორია: სასიყვარულო, ვიდეოები | ნახვები : 1380 | დაამატა: gogaComments 



სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული,
მაინც არაფერში გარგია,
მაგრამ სიძულვილთან შედარებით ვინმეს
რომ უყვარხარ კარგია!
სხვისთვის მიგიგდია ჩემი ლექსი შენთვის ზედმეტი ბარგია,
მაგრამ წართმევასთან შედარებით რამეს რომ გაძლევენ კარგია,
არაფრად გინდა შენ ჩემი ალერსი სხვისიც
არასოდეს გაკლია მაგრამ ლანძღვასთან
შედარებით რომ გეფერებიან კარგია.

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1510 | დაამატა: gogaComments 

ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა.
არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა.
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.
რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია.
მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ
ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ?
გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი.
მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი.

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1819 | დაამატა: gogaComments 

ჩემი მონატრება-როგორც წვიმის წვეთი, 
სულში გავწურე და ხეზე ჩამოვაწდე.�
ეკლით გადაბურდულ ვდგევარ უღრან ტყეში,�
ვინმე სულიერის ქოხს რომ გადავაწყდე...�

ეს ის ტკივილია,ზღვა რომ აგიღელვე,�
ეს ის თვალებია, სულ რომ წყლიანია.�
არა,არ მინატრო,არა, შემოგევლე,�
აწი ვეღარ მოვალ ,უკვე გვიანია!�

ჩემი ზღაპარიც ხომ ასე დაიწყება;�
"იყო და არ იყო...დიდხანს იარაო..."�
თუ კი ამ ცხოვრებას ჰქვია "ს ა ო ც რ ე ბ ა",�
-თითქოს მიცხოვრია, მართლა კი არაო.

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 2365 | დაამატა: gogaComments 

დამსხვრეული ოცნება. მკრთალი ფიქრი. გახუნებული აზრი. ჩავლილი ბედნიერება. როდის ჩაიარა? ვერ შევამჩნიე... არ მოინდომა ჩემი ცხოვრების ბაქანზე შეჩერება!... ამაო იქნებოდა. არავინ ჩამოდიოდა. ყველა სხვასთან მიიჩქაროდა. გამახსენდა... ცხოვრებაში ბედნიერება მხოლოდ ერთხალ მოდისო... გამეცინა... გამახსენდა.... 

ერთხელ... ადრე... წარსულში... მოულოდნელად ცხოვრების მატარებელი შედგა და გაირინდა... სიხარული... მოლოდინი... ორი გრძნობა სწრაფად ენაცვლებოდა ერთმანეთს და ძნელი მეჩვენა გამერკვია რა მინდოდა... არც გავარკვიე... სიხარული... არ ვიცოდი ვინ ჩამოდიოდა. ვინ რჩებოდა ჩემთან... სუნთქვაშეკრული მივჩერებოდი კარებს.... ის... ის დავინახე... ღიმი არ შორდებოდა მის ბაგეს... ის იყო.... ჩემი ბედნიერება... რამხელა ბედნიერება გაუმეტებია ღმერთს ჩემთვის?!... სიხარულით აღფრთოვანებული რაღაც ძალამ ადგილზე გამაქვავა... მაგრამ... რა მაგრამ?... ის... ის ჩემთვის უცხო იყო!... არ ვიცნობდი.... არ ვიცნობდი მის სულს... რა უნდოდა?... რას ფიქრობდა?... რატომ მოვიდა ჩემთან?... მაგრამ გარკვევისა შემეშინდა... შემეშინდა, არ დამეკარგა ისიც.... ერთი რამ მინდოდა მხოლოდ... ბედნიერება!

კატეგორია: სასიყვარულო, ჩანახატები | ნახვები : 1284 | დაამატა: gogaComments 

სამოსი სველი ქრება უკვალოდ
ლამის ცას მიწვდეს მიეალერსოს...
შურია, ზიზღი, ისევ ბრაზდება 
შეშლილი სახით რითმებს აწვება.
ჩუმად იყავით!_ მოდის სატანა_...
ცეცხლია ირგვლივ, ჯდება სატანა...
დროის იმედით სიკეთეს ელის,
ფურცელი ხელში, გეგმებით სველი
ხვალის სიკეთე მოკვდავის წერით.
წარსულის ცოდვებს იწერს სატანა
ქულებს იწერდა თმაში ჭაღარა.
გეგმა პირველი: _ ივიწყებს წარსულს,
გულის სიღრმეში გონებას ართობს...
ამას მოყვება მომავლის გეგმა
ხვალ ისევ მოხუცს ჩაუგდებს ხურდას,
აღარ დასცინებ უაზრო ფიქრებს,
მოხუცს ხელით სახლამდეც მიყვეს,
იქნებ ამით ზეცასაც მიწვდეს...
გეგმა გრძელდება:_ ტაძარი ჩნდება,
ლოცვის კითხვაში იღლება ენა
გულის სიღრმეში ეშმაკი ღელავს
ჩვენი ცოდვებით ეშმაკი ხედავს
ცეცხლის ბზარებით ებმება ენა.
საამაყოა ხალში სატანა....
ლოცვის კითხვაში ტოვებს თანდათან,
ბოდიშს იხდის და მოხუცს მიყავს,
უფლის წინაშე მადლობას წირავს
ცინიკურობა ცხოვრებას რითმავს....

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1396 | დაამატა: gogaComments 

 


სადღაც ბნელი კაფის ბნელ კუთხეში ვზივარ.
მაგიდაზე სანთელი ანთია ისე ჩუმად, რომ ხმის ამოღების მეშინია, ვაი თუ ესეც ჩაქრეს.
სიგარეტი საფერფლეში იფერფლება.
ყავა გაბზარულ ჭიქაში ცივდება და ნელა ნელა ძირს ილექება.
ვიხსენებ...
გიხსენებ...
და ვნანობ....
სიგრეტი ტუჩს მიწვავს
ისე როგორც შენი ტუჩი...
და არ ვნანობ.
არასოდეს მყვარებია ცივი ყავა...
ახლა მიყვარს
შენს გულს მაგონებს და...�
ვნანობ.
ცრემლადშეკავებული ლოდინი ეხეთქება სულს...
თვალებში უაზრო სიცივე და უკვე აღარაფრის მოლოდინია.
და ვნანობ
წლებს, დღეებს, წუთებს.
რატომ მაგვიანდება ყოველთვის სადღაც...
რატომ ვტოვებ ყოველთვის რაღაც ნივთს სადღაც, როცა უკან ვბრუნდები...�
ნივთს, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს.
ჰო!
სადღაც ბნელი კაფის ბნელ კუთხეში ვზივარ,
მაგიდაზე სანთელი ანთია ისე ჩუმად, რომ ხმის ამოღების მეშინია, ვაი თუ ესეც ჩაქრეს,
სიგარეტი საფერფლეში იფერფლება,
ყავა გაბზარულ ჭიქაში ცივდება და ნელა ნელა ძირს ილექება,
ვიხსენებ...
გიხსენებ...
და ვნანობ....

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1258 | დაამატა: gogaComments 

მე მოვალ შენთან, გაზაფხულის წვიმას მოვყვები...
მარტის სიგიჟეს, მონატრებას გავანდობ შენსას,
შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით,
და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...

მოვალ დაღლილი, გათანგული, ფიქრით და ლოცვით,
დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან,
დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის,
და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან...

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1388 | დაამატა: gogaComments 

გრძნობის არტერია ტკივილს ემონება...
ფიქრი ეჭვნარევ ქარიშხლებს მაყრის
ნუ მკოცნი! ვიღაცას რაღაც ეგონება..
ნიღაბს ჩამოიგლეჯს და ჭორებს აყრის...


ალუბლის ტოტებს შეარხევს ბგერა
შენს გულს საჩემოდ რომ ექარგება,
შიგ შემოღწევის მე დღემდე მჯერა
და თუკი კვალი დამეკარგება...


მაშინ დამტოვე, (ვინ გაგამტყუნებს?!)
და მეც გავქრები წარსულის სიტკბოდ
თან გავიყოლებ ეშმაკურ თვალებს
და შენებური ღიმილის სითბოს...

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1279 | დაამატა: gogaComments 

დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა 
მხოლოდ ვიცი რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა 
ხატების სევდას,ფრესკების სევდას, 
რომლებსაც ძველი ეკლესიის კედლებზე ვხედავ 
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა 
მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები 
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა 
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა 
ასე მგონი თუ ინებეს შენმა თვალებმა 
ვით წმინდა სანთელს, ცაში ვარსკვლავს აგინთებს ახალს 
მე შემოგწირავ ყოველივეს დაუნანებლად 
მაგრამ დაჩოქილს შენს წინაშე ვერასდროს მნახავ. 
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა 
მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები 
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა 
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა...


კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1269 | დაამატა: gogaComments 

« 1 2 3 4 ... 7 8 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz