მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო, ლექსები
სასიყვარულო, ჩანახატები
სასიყვარულო, ისტორიები
სასიყავრულო, სურათები
სასიყვარულო, ვიდეოები
სასიყვარულო, რჩევები
სასიყვარულო, სტატიები
სასიყვარულო, სტატუსები
თხოვნები საიტზე
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მინი-ჩეთი
მთავარი » მასალის არქივი
-თუ მოგენატრები სიზმრად ჩაიყოლე ეს დიდი სურვილი.. და ჩემ ჩუმ სუნთქვას იგრძნობ უმალ..
-თუ მოგენატრები თვალდახუჭულიც რომ იყო, მაინც მოვა ჩემი ლანდი შენთან.
-თუ მოგენატრები ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე,ფრესკად ასვეტილ სახეში უნდა შეიცნო ჩემი ხატება..
-თუ მოგენატრები ლურკ ცას ახედე და ჩემი ხატება ლურჯი ღრუბელივით დაგეხატება...
-თუ ძალიან მოგენატრები ეგ სანთლები აანთე და მათ მკრთალ შუქზე მესაუბრე, ჩემი სული უეჭველად შენთან იქნება..
-და თუ უფრო ძალიან მოგენატრები.... მაგრამ.. საკითხავია.. --მოგენატრები ოდესმე... ? !

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1281 | დაამატა: gogaComments 


გინდა, სიყვარულის ზღაპარი
გიამბო? ყური დამიგდე:
მზე -სითბოა,
სითბო-სინათლეა,
სინათლე-სიხარული,
სიხარული-სიცოცხლე.
სიცოცხლე კი შენ...

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1372 | დაამატა: gogaComments 


შენი სარკმელი - ბუდე ამურის,
კაკანათი და ოქროს დილეგი.
შიგ ჩიტებივით ბევრჯერ გაბმულან
ჩემი სიზმრები და სურვილები.

პატარა სახლი ლიბომოშლილი -
ერთი პაწია ყანჩის ფიტული
მეჩვენებოდა ბროლის კოშკივით,
ზედ ცაზე იყო გადმოკიდული.

ღამით კოშკიდან ოქროს დალალი
ჩამოგიშვია როგორც რიჟრაჟი,
მეც ამოვსულვარ შენთან მალულად,
ჰო, ამოვსულვარ ოღონდ... სიზმარში...

ჩავუვლი შენს სახლს გულის ძაგძაგით
და ძველი სუსხით შევირთვილები,
დამესევიან და გამძიძგნიან
ძველი სიზმრები და სურვილები. 

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1306 | დაამატა: gogaComments 


ბევრი იმედი გაწბილდება,
� ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
� ქალი, რომელიც გიყვარს.

� ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
� ქალი, რომელიც გიყვარს.

� წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
� მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

� თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
� ქალი, რომელიც გიყვარს.

ნოდარ ჯალაღონია

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1153 | დაამატა: gogaComments 


მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გადმოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ მაინც არის შენთან დაკავშირებული, - შენი სანდომიანი ღიმილი, შენი სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მე მიყვარს შენი ნაზად შეხება და სითბო, რომელიც შენგან გადმოდის ჩემზე, მე ხომ ყოველთვის ვგრძნობ ამას...

...

მე მიყვარს შენზე ოცნება, ფიქრი. მიყვარს ყოველი წამი, როდესაც მე შენს გვერდით ვიმყოფები, - ეს ხომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთებია. და კიდევ, საოცარი რამ ხდება ყოველთვის, როდესაც კი თვალებში გიყურებ: მე მუდამ ვიძირები საოცარი სიყვარულის უკიდეგანო მორევში...

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1643 | დაამატა: gogaComments 


რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?
მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო!
რომ შეგევედრო ჩაიხედავ ჩემს წმინდა სულში
თუ ყველაფერი სიგიჟეა, სჯობს დავიკარგო.
ოჰ, როგორ მსურდა ერთხელ მაინც
შენს წინ დავემხო
არ დაგაცადო გაკვირვება და აღშფოთება
ვიტირო დიდხანს, რომ ცრემლებით მიწაც გავალვხო
რომ ვერასოდეს გაგიბედო მე განშორება.
მაგრამ სად, როგორ, როდის შევძლო
შენთან ცრემლისღვრა?!
როგორ გაკადრო მე უვიცმა შენ შეყვარება.?!
ჩემი ბრალია თუ გამიხდი ძილში ზმანებად
ჩემი ბრალია მოსვენება თუკი წამართვი
ჩემი ბრალია ქვეყნად
შენს მეტს თუ ვერვის ვხედავ!
დამნაშავე ვარ, თუ ამის თქმას მე შენ გიბედავ.
ო, მეშინია მაგ თვალების ასე რომ მხიბლავს
კადნიერებად არ ჩათვალო ოცნება წმინდა
გამიგო მხოლოდ და გზა მისცე ჩემს ფიქრთა წინსვლას
ქვეყნად მეც მყავდეს მეგობარი
ო, როგორ მინდა
რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?!
მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო!
იქნებ ჯობია ყველაფერი ჩავიკლა გულში
და ამ ქვეყნიდან სამუდამოდ გადავიკარგო.

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1737 | დაამატა: gogaComments 


წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა...ვერ გაიგებ რა...
ყრიდა ქარი ფოთლებს ხიდან,
აღარ ჩანდა გზა,
მღლიდა-ალბათ შენზე ფიქრი,
რა დამღლიდა სხვა.
მინდა,ისევ ოცნებების
გადავცურო ზღვა,
იქ, ნაპირზე მელოდება
შენ კი არა... სხვა
მინდა,მინდა რაღაც გითხრა,
ვერ გავბედე თქმა,
როგორ მინდა სანატრელი
კვლავ მესმოდეს ხმა!..
წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა ...
მეც ვერ მივხვდი რა..


კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1142 | დაამატა: gogaComments 


"ეკლიან ვარდებს
ისე ვერ დაკრებ,
ეკალმა ხელი
რომ არ გატკინოს,
ისე ვერავის
ვერ შეიყვარებ,
თვალიდან ცრემლი
რომ არ გადინოს!"

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1174 | დაამატა: gogaComments 


ეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი!
წვიმავ, - ეს შენ გეხება.
რადგან ზოგი შენი წვეთი
სატრფოს ტუჩებს ეხება.
ეს ტუჩები მე მეკუთვნის,
ვერავის ვერ დავუთმობ.
თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს
ჩემს ტუჩებით გავუთბობ.

გეყო, ცელქო წვიმის წვეთო,
დაიმოკლე ფეხები.
თმები - გინდა დაუსველე,
ტუჩებს ნუ შეეხები.

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1233 | დაამატა: gogaComments 



მინდა ჩაგიხუტო მაგრად,
მინდა რაღაც გითხრა ყურში,
მაგრამ მე უშენოდ ვდგავარ
და შენს ნაფეხურებს ვკოცნი.

ისევ მომენატრე ძლიერ,
ისევ ამედევნე ფიქრად
ჩუმად გელოდები მაგრამ,
ვაი რომ ვერ გხედავ სიზმრად.

ვიცი უშენობა მომკლავს,
ვიცი დავიღვრები ცრემლად,
მე შენს ნაფეხურებს ვკოცნი
და ფიქრებს მოვყავარ შენთან

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1444 | დაამატა: gogaComments 

« 1 2 ... 5 6 7 8 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz