მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო, ლექსები
სასიყვარულო, ჩანახატები
სასიყვარულო, ისტორიები
სასიყავრულო, სურათები
სასიყვარულო, ვიდეოები
სასიყვარულო, რჩევები
სასიყვარულო, სტატიები
სასიყვარულო, სტატუსები
თხოვნები საიტზე
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მინი-ჩეთი
მთავარი » მასალის არქივი
წვიმდა. უცებ საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი მას თან თავისუფლების მშვენიერი გრძნობა ახლდა, არ ვიცი რატომ მაგრამ მინდოდა მეყვირა, მეყვირა სიძულვილით, მეყვირა სიყვარულით, ზიზიღითა და ბედნიერებით. ყველა გრძნობა ერთმანეთში ამერია. არ ვიცოდი რა მჭირდა, იქნებ სიზმარია... მაგრამ არა მე მღვიძავს, მღვიძავს და მტკივა გული მაგარმ არ ვიცი რატომ, თუმცა... არც მღვიძავს, დიახ ვხედავ ჩემს სხეულს, მართლა ვხედავ მას ძინავს უგრძნობლად არი. ნუთუ მე ვარ, არადა როგორ ვარ, მე ხო აქ ვარ ზევით ის კი დაბლა, დავიბენი... მხოლოდ სიჩუმის ხმა მესმოდა, აგარც წვიმა, აგარც გულის ის სასიამოვნო ფეთქვა. არა ნამდვილად მძინავს, თვალები დავხუჭე, მაგრამ არაა! მე ისევ აქ ვარ ჩემი სხეული კი ქვემოთ. ღმერთო რა უსუსურები ჩანან აქედან ადამიანები, თუმცა არ ჩანან ნამდვილად არიან. აქედან ყველაფერი მარტივია. მე დავინახე როგორ იცინოდა ვიგაც ნეტავ არ აცინებს მას ხომ შვილი დაეღუპება ცოტა ხანში- ეს მე არ მიფიქრია, ეს ვიღაც სხვამ თქვა თუმცა მე ვერ დავინახე. აქედან სამყარო მშვენიერია გაცილებით მშვენიერი. ერთხანს ვუყურებდი ამ საოცარ ხედს, უცებ თვალი შევავლე როგორ ქურდობდა ვიღაც, მაგრამ არ შემეძლო მეთქვა შეჩერდი! დავიყვირე, ვყვიროდი ხმამაღლა თუმცა მას არ ესმოდა ჩემი გულსაკლავი ხმა. მინდოდა ჩავსულიყავი და შემეჩერებინა, მაგრამ რაღაც ძალა მაკავებდა არ მიშვებდა, ვიბრძოდი, მაგრამ უშედეგოდ მაინ გაიმარჯვა.

კატეგორია: სასიყვარულო, ჩანახატები | ნახვები : 1200 | დაამატა: gogaComments 

დახუჭე თვალები და ოცნებები აანთე შენი
წარმოიდგინე რეალობად ეს ჩვები გზები
ვარდისფურცლებით მოფენილი სამყარო გველის
ხელი ჩამკიდე სიყვარული ჩვენ გულებს ეტრფის
თვალები დახუჭე გაყინულ ტუჩებს აჩუქე სითბო
უშენობით ხომ ჩემი თვალეები ცრემლის ღვრას უხმობს
ჩუმად იყავი,ყური დაუგდე გულების ძგერას
მათი სიმღერა სიყვარულით აღავსებს ყველას
ნაზი პეპელა დაფარფატებს ვარდის ფურცლებში
და ის სინაზე შენ სხეულსაც ეალერსება
თვალებს ნუ ახელ თორემ სამყაროს
რეალობის სხივები ეთამაშება

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1349 | დაამატა: gogaComments 


ამ წყვილის ისტორია იმითაა სხვა სასიყვარულო ისტორიებისაგან გამორჩეული, რომ მათი ურთიერთობა სკაიპში (ჩატში) დაიწყო. გასათვალისწინებელია, რომ თეომ თავად დაამატა ლექსო თავის ნაცნობების სიაში. თავიდან ყელაფერი ისე ხდებოდა, როგორც ჩატის ნაცნობებს შეეფერება, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ლექსო მიხვდა, რომ მარი მისთვის უბრალოდ ჩატის ნაცნობი არ იყო და იგი მისთვის უფრო მეტს წარმოადგენდა, ვიდრე მისი ნაცნობი სხვა გოგოები.
ლექსო ათვალიერებდა თეოს ფოტოებს, მასზე ფიქრობდა ძილისიწინ, დილით, თავისუფალ დროს.
დღე არ გავიდოდა ერთმაენეთი რომ არ მოეკითხათ. ერთხელ კი, ლექსომ მოულოდნელად თეოს სიყვარულიც აუხსნა. გარკვეული დრო თეოს არ სჯეროდა ლექსოსი, ეგონა ლექსო აშაყირებდა და ეს ყველაფერი ბოროტ ხუმრობად მიაჩნდა, თუმცა ლექსომ შეძლო თეოსთვის დაემტკიცებინა, რომ მას მართლა გურწფელად უყვარდა იგი. ამის დამტკიცება კი მან, თავისივე შექნილი სასიყვარულო ვიდეო ლექსებით შეძლო, რომლის შექმნასაც ხშირად მთელ ღამეს ანდომებდა ხოლმე.
გარკვეული დროის შემდეგ გაირკვა, რომ თეოსაც

კატეგორია: სასიყვარულო, ისტორიები | ნახვები : 1373 | დაამატა: gogaComments 

მოგკლავდი�
მაგრამ�
არა შენი სიკვდილით,
შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემში
და მერე ყველაზე დახინჯებული გულით
თავიდან შეგიყვარებდი.

მეტკინე�
როგორც მოტეხილი მკლავი,
თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა
და შენი უმიზეზოდ მტირალი თვალების
ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე.
იმდენად მარტო ვარ,
ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები,
არა თუ ადამიანებს და ყველაფერი
ხელიდან მივარდება:
კალამი და შენი სუნი,
იები და შენი გაბუტვა.
ვის?!
ვის გავარდნია ხელიდან
ყველაზე მართალი ღიმილი.

ყველაზე გულწრფელი და ბავშვური?
მე გამივარდა.
არა!
ალბათ ძალით დავანარცხე მიწას
და ნამსხვრევებად ვაქციე
შენი ბროლის ტუჩები,
რომ არავის შეემჩნია რა ვნებით
მიყვარდა მათი კოცნა.

მოგკლავდი�მაგრამ�
არა სიკვდილით.
სიცოცხლით მოგკლავდი,
სიცილით მოგკლავდი და მერე
შენს სულთან ერთად ვიცეკვებდი
ღამის ქუჩებში სევდიან ტანგოს
სიახლოვის მკვლელი
და შენთან ერთად დავშორდებოდი
ცაზე შეყვარებულ დედამიწას.
-მომკლავდი?
-ალბათ....


კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1216 | დაამატა: gogaComments 

როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
რაღა თქმა უნდა ეს საწყენია,
მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ
იმ წუთზე ტკბილი არაფერია.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
მენდე, ეს ჩემთვის არაფერია,
მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს,
გასაკვირი აქ არაფერია.
შენით მე გავხდი ბევრად უფროსი,
შენ კი ისევე ბავშვად იქეცი,
როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე
და სამუდამოდ შენად ვიქეცი.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
და სიყვარული მართლაც წრფელია,
მაშ , დავივიწყოთ ჩვენი ასაკი,
მერწმუნე წლები არაფერია.

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1273 | დაამატა: gogaComments 

მე თეკო და ლიკა ბავშვობის დაქალები ვართ,ერთად გავიზარდეთ და ერთმანეთის მესაიდუმლეები,"იტოგში" მაგარი დაქალები,ლიკა დამთმობია და ძაან გაწონასწორებული აი თეკო მაგარი გიჯი ტიპია,ხასიათებით უფრო თეს ვგავარ ვიდრე ლიკას.ყველაფერს ვუყვები მათ.დედისერთა ვარ და მაგარი გაებივრებული,მაგრამ შარშან ზაფხულს ძალიან შევიცვალე...ერთი ტიპი "იჩითებოდა" ჩემი უბნისკენ ხოლმე,ნიკუშა ერქვა,დაბადების მოწმობაში ნიკოლოზი:Pმაგრად მომწონდა...მიჩვეული ვარ ყველა სურვილს რომ მისრულებენ,ხოდა ავიჩემე მისი"შემთხვევით" გაცნობა...ეს არც ერთი დანახვით სიყვარული არ ყოფილა და არც მის გამო გადარევა.უბრალოდ როგორც კაი ტიპის გაცნობა მომინდა...ხოდა მეორე დღესვე მე ლიკა და ლიკას ძმა გიო ვიდექით პარკში და ნაყინებს ვჭამდით...გიო ძმასავით მყავდა ერთ თვალების დაფახულებაზე მისრულებდა სურვილებს ხოდა ყოველ ჩემ ნახვაზე ნაყინის ყიდვა გარდაუვალი იყო;)ამ დროს ნიკამ ჩაირა,ძაღლს ასეირნებდა,მაგარი საყვარელი ძაღლი იყო,ხოდა თვალი გავაყოლე,გიომ კაიფი დამიწყო ძაღლი თუ მაგის პატრონიო:)მეთქი ორივეე:)
გამიცინა,ჩერეზ ძმაკაციაო,გადმოსვლას ეხლა აპირებს შენ ზემოთ სახლშიო.აუ რა გამიხარდა,ისე გამიშერდა თვალი რო ნაყინი ლამის ხელზე ჩამომადნა:)იმ სასტავში სადაც ნიკუშა იყო,ბევრს ვიცნობდი,ბიჭებს.მაღაზიაში ჩავდიოდი და ამ დროს დათომ დამიძახა,შენი გაცნობა უნდათო და იუქვე ნიკუშა რო დავინახე ი ვსიო თავის ფეხითაა მოსული თქო კი გავიფიქრე,მაგრამ არაფერი შევიმჩნიე...ნიკუშა გამაცნეს და მოვიმიზეზე მეჩქარება თქო,აბა ...
გაგრძელება დაწვრილებითში

კატეგორია: სასიყვარულო, ისტორიები | ნახვები : 1569 | დაამატა: gogaComments 

ჩემი სახლია კუბო წყეული,
ვიცი, ვიქნები მარად წყეული,
ჩემთვის უცხოა ვნება და შიში,
მტაცებელია ჩემს ველურ სისხლში...
"ღამეა" ჩემთვის ხანა რჩეული,
მაშინ იღვიძებს ჩემში გრძნეული,
წყვდიადში ისმის ბოდვა და კვნესა,
მჩვევია სისხლით ეშვების მოსვრა...
აჩრდილთა ჯარი მიყურებს შიშით,
როცა დავცურავ მე მსხვერპლთა სისხლში...
სუფთა გოდება, ცრემლი დაღვრილი,
ღამის ზმანება არის ნამდვილი...
ილუზიებსაც არ აქვს ნაპირი,
გამოგიტყდებით, მე ვარ ვამპირი!!

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1336 | დაამატა: gogaComments 


მგონი ცოტას აფრენს ეს კეტებიანი.. – გავიფიქრე ჩემთვის – რა ქირურგი, რის დალევა, რა მომვლელი?…
ან რა უნდა ჩავიცვა რა საინტერესოა….
ანკა გადამერევა რომ გაიგოს , ვიღაც მორიგი სულელი გადავიკიდე….
ღამის 10 საათია და მაინც ცხელა, ან მე მცხელა…
მთელი კვირაა თვალი მიშტერდება რომ ვხედავ და ის საერთოდ არ მიმჩნევს
ეხლა მოვეწონე? …
გამოაშტერა იმ ინვალიდმა … სულ იმასთან ერთად დადის და ირგვლივ აღარ იყურება…
ალბათ ცოტას დავაგვიანებ, როგორც ქალებს გვჩვევია..
იყოს და მელოდოს..
თავხედი..
მოინდომა ეგრევე, \” გადმოჯექი, დავლიოთ..\”
ეხლა იჯდეს და უყუროს საათს…….. \”
11-ის ნახევარზე არანორმალურად გამოპრანჭული და სუნამო მიპკურებული დავეშვი ლიფტით სასტუმროს რესტორანში…
სიხარულისგან სახე მიბრწყინავდა იმაზე ფიქრით, რომ დიდხანს ვალოდინე და გავაწვალე,..
სახე მომერყა, როდესაც რესტორანი ცარიელი დამხვდა..
ჩვენს მაგიდაზე , პატარა ლურჯი სანთლიდან , მოუსვენრად ხტოდა წითელი ალი..
მაგიდას მივუჯექი და სიბრაზისგან ისეთი სიჩქარით მოვწიე სიგარეტი, თავბრუ დამეხვა…
გავიდა 10 წუთი …
\”საინტერესოა, რამდენ ხანს მომიწევს ლოდინი?\”
15 წუთი…..
\”თავი ასეთი სულელი არასდროს, არ მგონებია .\”..
20 წუთი..
\” სად მოვედი…, რა მინდოდა….. \” ?
30 წუთი…
გაგრძელება დაწვრილებითში

კატეგორია: სასიყვარულო, ისტორიები | ნახვები : 1472 | დაამატა: gogaComments 

შენ უნდა იყო,
თანაც არ იყო,
ცხოვრობდე ყოფნა-არყოფნის ზღვარზე,
უნდა ატარო ზღვების დუმილი,
ტალღებითა და მარილით სავსე.
შენ უნდა იყო...
ჰო, ერთი სიტყვით,
უნდა ცხოვრობდე, ვითომ არა ხარ,
რა ვქნა, თუ მხოლოდ ასე შევძლებდი
შენი სულის და ხორცის დანახვას...
უნდა დარჩე და უნდა წახვიდე...
ვერ ამოირჩევ ვერცერთს ორიდან...
და ახლოდანაც ისე გხედავდე,
როგორც გხედავდი გუშინ შორიდან.
გამოიცვალა ზამთრის ამინდი,
ჩვენც უნებურად გამოვიცვალეთ...
მე შენ წინა ვარ_ცის თუ მიწისა,
თვითონ არ ვიცი,
გამო(მ)იცანი.

კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1193 | დაამატა: gogaComments 



ვინ იცის, იქნებ ჩვენი ცხოვრება
კვლევა-ძიების გზა და მტვერია,-
ბედნიერებას მოიპოვებ და
ბედნიერება არაფერია

ვაჰთუ, ასეა თავისუფლებაც,
თავისუფლებას ჯვარი სწერია,-
ყველაფერია მოპოვებამდე,
მოიპოვებ და არაფერია!
იბრძვი, ბობოქრობ უფლის შეწევნით,
წლებს ჯირკებივით მატებ კერიას, -
მიხვალ მიზნამდე, და ბედს ეწევი,
იმ ბედს იქით კი... არაფერია!


იწვის ქვეყანა შენი სიცოდვით
შენს სიმღერებს კი მაინც მღერიან,
შხამით სავსეა თასი სიცოცხლის
დასცლი ამ თასს და... არაფერია!


კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნახვები : 1155 | დაამატა: gogaComments 

« 1 2 3 4 5 ... 7 8 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz