სექციის კატეგორიები |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
შესვლის ფორმა |
|
|
მინი-ჩეთი |
|
|
|
| | |
| მთავარი » 2010 » დეკემბერი » 01
ოთახიდან გამოვედი და აბაზანისკენ გავეშურე, სიბნელეში რაღაცას დავეჯახე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. სახეზე წყალი შევისხი და ოთახში დავბრუნდი... მაგიდასთან მივედი და დავჯექი. ჯერ სურათს შევხედე, მერე სამართებელს. რაღაც მსგავსებას ვეძებდი. გამეღიმა, როცა აღმოვაჩინე, რომ მისი კაბა სამართებლის ტარივით შავი იყო, ხოლო მაისური სამართებლის პირივით ნაცრისფერი... გამოხედვაც სამართებელივით მისერავდა გულს... ვცდილობდი, სხვა რამეზე მეფიქრა, მაგრამ არ გამომდიოდა. უჯრა გამოვაღე და ლექსების კითხვა დავიწყე. ყველამ რაღაც მოგონება ამოატივტივა თავში. ნელ-ნელა ფრაგმენტებად აეწყო ჩემი ცხოვრება მისი გაცნობიდან დღემდე. ბედნიერებას უარით გამოწვეული ცრემლი და მარტოობის წუთები ცვლიდა და ამ ყველაფერს პატარა ლექსებად აწყობდა რითმა... გული მტკიოდა, მაგრამ ვერ ვტიროდი, ცრემლი გამშრობოდა თვალში. უკანვე ჩავყარე ლექსები უჯრაში, დანახვაც აღარ მსურდა მათი. საკუთარი თავი მეზიზღებოდა და მის შეჯავრებას კი ვერ ვახერხებდი. ისევ ისე მიყვარდა, როგორც მაშინ, სანამ ვეტყოდი ამას. ის დღეც გამახსენდა... პირველ აპრილს სიყვარული რამ ამახსნევინა-მეთქი - გავიფიქრე და გამეღიმა. ესეც ბედს დავაბრალე. გამახსენდა, ის ხომ 13 დღით იყო ჩემზე დიდი. მივხვდი, ჩემი სიყვარულის ამბავი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო,..
|
ისეთი წვიმაა, ასე მგონია ტკივილებისგან დაღლილ ზეცას სცვივა ცრემლები, ასე მგონია უსახლკარო ვარ, და თავზე მაწვიმს თავგამეტებით...
ისეთი წვიმაა, რომ მოვინდომო მდინარეებად გადავევლები სამოთხის ბაღებს, ბროწეულების ჩრდილში დავჯდები, და ლექსებს დავწერ დაღამებამდე
ისეთი წვიმაა, ასე მგონია ხან სიზმარში ვარ, დავბორიალობ ხან მთვარეული, წვიმის წვეთები შენზე მიყვება, მეც შენზე უფრო გადარეული,
ვფიქრობ და ვფიქრო როდემდე ღმერთო ჩემს ფიქრს თავადაც ნეტავ ხვდებოდე რომ მე არა მაქვს იმხელა ძალა დაუსრულებლად მენატრებოდე
|
გიორგიმ და მარიმ ერთმანეთი ქორწილში გაიცნეს, ანის და გიგის ქორწილში, ორივენი მეჯვარეები იყვნენ. ერთმანეთი ძალიან მოეწონათ, ორივენი კარგები იყვნენ და ერთი ნახვითაც შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ არ ამჟღავნებდნენ. რამოდენიმე თვის შემდეგ ერთმანეთს გამოუტყდნენ სიყვარულში, ერთი წელიწადი იყვნენ შეყვარებულები, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მარი ერთ ბიჭს უყვარდა - რაჯის, რომელიც ცდილობდა მარი და გიორგი ერთმანეთს დაეშორებინა, შეეძლო კიდეც. მარი მარტო იყო სახლში, როდესაც თავს ქურდები დაესხნენ და ერთ-ერთმა მათგანმა გააუპატიურა. მარიმ ამოიცნო ეს თვალები, მაგრამ დამალა, ეშინოდა გიორგი მიმატოვებსო, ცოლად არ გავყვები, არ გავაუბედურებ, მაგრამ მაინც მეყვარებაო... რაჯიმ რომ არაფერი ცვლილება ნახა მათ შორის თვითონ უთხრა გიორგის ყველაფერი. გიორგიმ არ დაიჯერა, ეს დამცირება ვერ აიტანა, სინიაკი დაამჩნია თვალებზე, დააბრმავა. გაავებულმა გიორგიმ მარის პაემანი დაუნიშნა, მარიმ უცებ ანას დაურეკა და უთხრა: - მგონი კარგ ხასიათზე არ არის გიორგი, რაღაც აღელვებული ჩანდა და პაემანი დამინიშნა. - მარი ! ძალიან გთხოვ ფრთხილად, ცოლობაზე არ დათანხმდე ხომ იცი?...ან იქნებ პრობლემები აქვს უბრალოდ და სურს შენთან გადაწყვიტოს, მაგრამ შენ ფრთხილად, შენ რამე არ წამოგცდეს, თავი სამუდამოდ არ დაიღუპო...დაარიგა აღელვებულმა ანამ - ანა იქნებ რაჯი ჩაერია? ( ტირის მარი) და ყურმილი გაუვარდა. ანა მოვიდა სახლში, დაამშვიდა და უთხრა მოწესრიგებულიყო და წასულიყო შეხვედრაზე მიდის ტროტუარზე და გრძნობს, რომ ცუდი უნდა მოხდეს...ხეები ჩურჩულებენ, თითქოს აფრთხილებენ, თითქოს ამბობენ: - " საწყალი მარი".
|
სანთელი იწვის მალე ჩაქრება იგი და ირგვლივ უკუნითი სიბნელე დაისადგურებს,რამდენიც არ უნდა მეძებო სიბნელეში ვერ მიპოვი იჩქარე სანამ სანთელი ჩამოიღვენთებოდეს,სანთელი იწვის,სანთელი კიარა ირგვლივ ყველაფერი იწვის,იწვის მარა შენ ვერ ხედავ ამას არა კივერ ხედავ არ გინდა რომ დაინახო უსაშველო მონატრება დაგუბებულა ჩემს გულში და ამიტომ შევთხოვ მაცხოვარს შენს დაბრუნებას. მარადიული ამქვეყნად სიყვარულია და არა სიყვარულის საგანი გეგონოს მასე შენ სრული ბედნიერება არ არსებობსო,,,ტყუილია ეგ მე შენთან ნამდვილად ბედნიერი ვიყავი,ასე მეგონა მაშინ ფრთები მეკლდა მხოლოდ თორემ ვარსკვლავისაკენ გავფრინდებოდი ასე მეგონა სულ ჩემთან იქნებოდი,ჩემს გვერდით რათა თანაბარი სუნთქვა მესმინა შEნი......თუ გულში სიყვარულს მარადიულობის ტახტიარ უდგას ასეთი სიყვარული სიკვდილის ტოლფასია ...ნამდვილი სიყვარული ერთი ნახვით ჩნდება ყველა დანარჩენი სიყვარული კიარა შეგუებაა. დაეშვა ფარდა და აღარასოდეს აღარ აიწევს დაიწვა გული მაგრამ მინდა რომ უფრო დაიწვეს. :o თუ მოგენატრები ჩაიტანე ეს დიდი სურვილი სიზმრად და ჩემს სუნთქვას იგრძნოფ უმალ თუ ძალიან მოგენატრები სანთელი აანთე და მის მკრთალ შუქზე მებაასე სული ჩემი უდაოდ შენთან გაჩნდენბა თუ უფრო ძაან მოგენატრები ცისფერ ცას ახედე და ჩემი სახე თეთრ ღრუბლებში დაიხატება თუ კიდევ უფრო მეტად მოგენატრები ცისფერ ზღვას გახედე და მის ტნაპირზე ფეხშიშველი მორბენალს დამინახავ და თუ კიდევ უფრო მეტად მოგენატრები მაგრამ.... საკითხავი იცი რა არის******? მოგენატრები კი ოდესმე
|
გარეთ წვიმს,წვიმა ეფერება ფოთლებს ნამიანს ზეციდან დაბლა ერეკება წვეთთა არმიას წვიმის წვეთივით ეს ცხოვრება ერთი წამია გარეთ წვიმს,წვიმის ციდა წვეთებს დარდი არ მიაქვთ...
წვიმის წვეთები გუბეეში ხაზავენ რკალებს მე ველი მაგრამ არვინ აღებს ოთახის კარებს წვეთების წკაპუნს მოვუსმენ და დავხუჭავ თვალებს წვიმასთან ერთად გავათენებ უძილო ღამეს...
ქაღალდის გემი დიდ გუბეში ამაყად ცურავს მიწას კი თავზე შავი მანდილი ხურავს მეკი ფანჯრიდან თვალს ვადევნებ ღამის ამ სურათს სიამოვნებით gავიდოდი წვიმაში სულაც
სიამოვნებით გავყვებოდი ღამის სველ ქუჩებს სიამოვნებით შევუშვერდი ცივ წვიმას ტუჩებს ღამეს ხომ წვიმა მარტოობის სეგრძნებას უვსებს
|
და მარტოობა დღეს თუ არ შემცვლის და უშენობას დღეს თუ მე ვძლიე, ხვალ თვითონ მოვალ და თვითონ გეტყვი, რომ შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ... მე გადავთელავ ჩემს სიამაყეს და როცა შენზე ოცნება მოთოვს არ მსიზმრებია ბოდვიან ღამეს მოვალ და ჩემს წილ სიყვარულს მოგთხოვ! და ეს ფიქრები ღამენათევი თვით სიცოცხლეზეც ალბათ მეტია. შენზე ლოცვაში დადნა სანთლები, შენი თვალები ჩემთვის ღმერთია. და მარტოობა დღეს თუ არ შემშლის, ხვალ ალბათ მოხვალ, მომიტან იებს, მე ვერ მოვითმენ და მართლა გეტყვი რომ შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ!!!
|
ატეხილ ქარებს რა შეაჩერებს, უსიყვარულოდ ფოთოლცვენაში როგორ ვიპოვო ჩვენი ფოთლები, წვიმას რა უთხრა სიყვარულზე რით დავამშვიდო მზე,რომ ამოვა მე უშენოდ როგორ ვიქნები... როგორ გაუძლო უსიყვარულოდ მე ამ გაზაფხულს ან ზღვას რა უთხრა,მთას ავხედო რა დამშვიდებით ველად გავიჭრა რა ვიყვირო მარტო შეშლილმა.............. ვისთან მივიდე თუ ვერ გავძლებ და გავგიჟდები. ატეხილ ქარებს შეაჩერებს ეს სადღეგრძელო ხმელ ფოთლებს წყალში ჩავალაგებ მზეს დავპირდები, სულ სხვას ვაკოცებ სხვასთან მივალ დასამშვიდებლად თუ სატრფოს სხვისი ბაგე უყვარს და არ ვჭირდები. აი წვიმას კი მე ვერაფერს ვერ დაუმალავ ვეტყვი, რომ მარტო დავთვერი და გზა ამერია...... " მერე რა მოხდა მე და წვიმა თუ გავგიჟდებით გიჟების ხვედრი მზე, მთვარე და ვარსკვლავებია"
|
დღეს, მარტოობაც და ცხოვრებაც იისფერია,� გაფანტულ ფოთლებს, კვლავ აცეკვებს ლამაზად, ქარი.� დღეს მისი მზერა, გამჭირვალე მინისებრია.� საოცარია, ფიქრებისგან დაღლილი ქალი.�
თითქოს, სიყვარულს ელოდება ფოთოლთ შრიალში.� თუმც, სიყვარულის წაიშალა ყოველი კვალი.� ის, მარტოობამ შეიყვარა ყველაზე მეტად� და ოქტომბერში, მარტოობამ დასწერა ჯვარი...
|
ტაძარში შევალ,დავიჩოქებ,სანთელს ავანთებ, წმინდა სიყვარულს შევავედრებ ... მარიამს! შენთვის ვილოცებ,ჩემი ლოცვით სასომიხდილი, აღელვებული გავუყვები ქუჩებს ღამიანს!
სანთელს ავანთებ ხავსმოდებულ ხატის კედელზე, აქაც ვილოცებ ჩუმი ოხვრით,ჩუმი ვედრებით, შენთვის ვილოცებ ამ ხატთანაც,ჩემო სიცოცხლე! ბედნიერებას შენსას შევთხოვ ზეცას ხელებით.
გულს მახვევია კავკასიის მტების ნისლივით, მწარე ფიქრებში გაჩენილი ცივი ზმანება; მე შევჩერდები უკაცრიელ ღამის ქუჩებში, მთვარეს შევხედავ ჩემი თავი შემებრალება!
თვალდახუჭული მივუყვები სევდის ქარაფებს, დიდი ხანია უკვე ავცდი მე ბედის ბილიკს, კლდეების ძირში ოხრავს,ბორგავს ფიქრის მორევი, გულის სიღრმეში ჩემი გული დაიწყებს ტირილს.
ხატის კედელზე გულამოსკვნით ტირის სანთელი, ცხელი ცრემლები ეცემიან გულის იარებს, სულმთლად დაფარა მთვარის ჩრდილი შავმა ღრუბელმა, მეც ღამის ჩრდილი შემომახვევს თავის ხვიარებს.
დაე ვიტანჯო!ოღონდ კი შენ ტკბილად იცხოვრე, მე სანთლით ხელში შემოვივლი ხატებს და ტაძრებს; ჩუმი ლოცვითაც შევაწუხებ ... ღვთისმშობელს, ოღონდ შენ იყო ბედნიერი და შენ გფარავდეს...
|
უკეთესი სხეული
ჩვენ ყველას გვქონია პერიოდი როდესაც აქტიურად ვცდილობთ დავიკლოთ წონაში სხვადასხვა დიეტების და ვარჯიშების საშუალებით. ეს დამღლელი პროცესია, რომლის დროსაც ქალთა უმეტესობა დეპრესიაში ვვარდება. თუმცა, ამ საქმისათვის ძალებს არ ვიშურებთ ძალზედ მნიშვნელოვანი მიზეზების გამო: პირველ რიგში ნებისმიერი მანდილოსანი წონაში იკლებს საკუთარი თავისთვის და შემდეგ უკვე გარშემომყოფთათვის და სულ ბოლოს პარტნიორისათვის. ფსიქოლოგთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ გათხოვილ ქალთა 60% ქორწინების პირველი 3 წლის მანძილზე საგრძნობლად იმატებს წონაში, რაც უარყოფითად აისახება მათ ხასიათზე და ურთიერთობაზე პარტნიორთან. შეკითხვაზე თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენთვის სასურველი წონა ფსიქოლოგები საკმაოდ საინტერესო პასუხს გვთავაზობენ: `მარტოხელა ადამიანთა უმეტესობა საკუთარ თავს უცხო ადამიანის თვალით უყურებენ და აფასებენ. შესაბამისად მათ უძლიერდებათ სრულყოფილებისაკენ სწრაფვის სურვილი. ასეთი ადამიანები ცდილობენ ყოველთვის მომხიბვლელნი და საინტერესონი იყვნენ პოტენციური პარტნიორებისათვის.
|
სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული, მაინც არაფერში გარგია, მაგრამ სიძულვილთან
შედარებით ვინმეს რომ უყვარხარ კარგია! სხვისთვის მიგიგდია ჩემი
ლექსი შენთვის ზედმეტი ბარგია, მაგრამ წართმევასთან
შედარებით რამეს რომ გაძლევენ კარგია, არაფრად გინდა შენ ჩემი
ალერსი სხვისიც არასოდეს გაკლია მაგრამ ლანძღვასთან შედარებით რომ
გეფერებიან კარგია.
|
ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა. არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა. სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია. რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია. მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ? გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი. მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი.
|
ჩემი მონატრება-როგორც წვიმის წვეთი, სულში გავწურე და ხეზე ჩამოვაწდე.� ეკლით გადაბურდულ ვდგევარ უღრან ტყეში,� ვინმე სულიერის ქოხს რომ გადავაწყდე...�
ეს ის ტკივილია,ზღვა რომ აგიღელვე,� ეს ის თვალებია, სულ რომ წყლიანია.� არა,არ მინატრო,არა, შემოგევლე,� აწი ვეღარ მოვალ ,უკვე გვიანია!�
ჩემი ზღაპარიც ხომ ასე დაიწყება;� "იყო და არ იყო...დიდხანს იარაო..."� თუ კი ამ ცხოვრებას ჰქვია "ს ა ო ც რ ე ბ ა",� -თითქოს მიცხოვრია, მართლა კი არაო.
|
დამსხვრეული ოცნება. მკრთალი ფიქრი. გახუნებული აზრი. ჩავლილი ბედნიერება. როდის ჩაიარა? ვერ შევამჩნიე... არ მოინდომა ჩემი ცხოვრების ბაქანზე შეჩერება!... ამაო იქნებოდა. არავინ ჩამოდიოდა. ყველა სხვასთან მიიჩქაროდა. გამახსენდა... ცხოვრებაში ბედნიერება მხოლოდ ერთხალ მოდისო... გამეცინა... გამახსენდა....
ერთხელ... ადრე... წარსულში... მოულოდნელად ცხოვრების მატარებელი შედგა და გაირინდა... სიხარული... მოლოდინი... ორი გრძნობა სწრაფად ენაცვლებოდა ერთმანეთს და ძნელი მეჩვენა გამერკვია რა მინდოდა... არც გავარკვიე... სიხარული... არ ვიცოდი ვინ ჩამოდიოდა. ვინ რჩებოდა ჩემთან... სუნთქვაშეკრული მივჩერებოდი კარებს.... ის... ის დავინახე... ღიმი არ შორდებოდა მის ბაგეს... ის იყო.... ჩემი ბედნიერება... რამხელა ბედნიერება გაუმეტებია ღმერთს ჩემთვის?!... სიხარულით აღფრთოვანებული რაღაც ძალამ ადგილზე გამაქვავა... მაგრამ... რა მაგრამ?... ის... ის ჩემთვის უცხო იყო!... არ ვიცნობდი.... არ ვიცნობდი მის სულს... რა უნდოდა?... რას ფიქრობდა?... რატომ მოვიდა ჩემთან?... მაგრამ გარკვევისა შემეშინდა... შემეშინდა, არ დამეკარგა ისიც.... ერთი რამ მინდოდა მხოლოდ... ბედნიერება!
|
სამოსი სველი ქრება უკვალოდ ლამის ცას მიწვდეს მიეალერსოს... შურია, ზიზღი, ისევ ბრაზდება შეშლილი სახით რითმებს აწვება. ჩუმად იყავით!_ მოდის სატანა_... ცეცხლია ირგვლივ, ჯდება სატანა... დროის იმედით სიკეთეს ელის, ფურცელი ხელში, გეგმებით სველი ხვალის სიკეთე მოკვდავის წერით. წარსულის ცოდვებს იწერს სატანა ქულებს იწერდა თმაში ჭაღარა. გეგმა პირველი: _ ივიწყებს წარსულს, გულის სიღრმეში გონებას ართობს... ამას მოყვება მომავლის გეგმა ხვალ ისევ მოხუცს ჩაუგდებს ხურდას, აღარ დასცინებ უაზრო ფიქრებს, მოხუცს ხელით სახლამდეც მიყვეს, იქნებ ამით ზეცასაც მიწვდეს... გეგმა გრძელდება:_ ტაძარი ჩნდება, ლოცვის კითხვაში იღლება ენა გულის სიღრმეში ეშმაკი ღელავს ჩვენი ცოდვებით ეშმაკი ხედავს ცეცხლის ბზარებით ებმება ენა. საამაყოა ხალში სატანა.... ლოცვის კითხვაში ტოვებს თანდათან, ბოდიშს იხდის და მოხუცს მიყავს, უფლის წინაშე მადლობას წირავს ცინიკურობა ცხოვრებას რითმავს....
|
სადღაც ბნელი კაფის ბნელ კუთხეში ვზივარ. მაგიდაზე სანთელი ანთია ისე ჩუმად, რომ ხმის ამოღების მეშინია, ვაი თუ ესეც ჩაქრეს. სიგარეტი საფერფლეში იფერფლება. ყავა გაბზარულ ჭიქაში ცივდება და ნელა ნელა ძირს ილექება. ვიხსენებ... გიხსენებ... და ვნანობ.... სიგრეტი ტუჩს მიწვავს ისე როგორც შენი ტუჩი... და არ ვნანობ. არასოდეს მყვარებია ცივი ყავა... ახლა მიყვარს შენს გულს მაგონებს და...� ვნანობ. ცრემლადშეკავებული ლოდინი ეხეთქება სულს... თვალებში უაზრო სიცივე და უკვე აღარაფრის მოლოდინია. და ვნანობ წლებს, დღეებს, წუთებს. რატომ მაგვიანდება ყოველთვის სადღაც... რატომ ვტოვებ ყოველთვის რაღაც ნივთს სადღაც, როცა უკან ვბრუნდები...� ნივთს, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს. ჰო! სადღაც ბნელი კაფის ბნელ კუთხეში ვზივარ, მაგიდაზე სანთელი ანთია ისე ჩუმად, რომ ხმის ამოღების მეშინია, ვაი თუ ესეც ჩაქრეს, სიგარეტი საფერფლეში იფერფლება, ყავა გაბზარულ ჭიქაში ცივდება და ნელა ნელა ძირს ილექება, ვიხსენებ... გიხსენებ... და ვნანობ....
|
მე მოვალ შენთან, გაზაფხულის წვიმას მოვყვები... მარტის სიგიჟეს, მონატრებას გავანდობ შენსას, შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით, და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...
მოვალ დაღლილი, გათანგული, ფიქრით და ლოცვით, დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან, დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის, და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან...
|
გრძნობის არტერია ტკივილს ემონება... ფიქრი ეჭვნარევ ქარიშხლებს მაყრის ნუ მკოცნი! ვიღაცას რაღაც ეგონება.. ნიღაბს ჩამოიგლეჯს და ჭორებს აყრის...
ალუბლის ტოტებს შეარხევს ბგერა შენს გულს საჩემოდ რომ ექარგება, შიგ შემოღწევის მე დღემდე მჯერა და თუკი კვალი დამეკარგება...
მაშინ დამტოვე, (ვინ გაგამტყუნებს?!) და მეც გავქრები წარსულის სიტკბოდ თან გავიყოლებ ეშმაკურ თვალებს და შენებური ღიმილის სითბოს...
|
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა მხოლოდ ვიცი რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა ხატების სევდას,ფრესკების სევდას, რომლებსაც ძველი ეკლესიის კედლებზე ვხედავ დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა ასე მგონი თუ ინებეს შენმა თვალებმა ვით წმინდა სანთელს, ცაში ვარსკვლავს აგინთებს ახალს მე შემოგწირავ ყოველივეს დაუნანებლად მაგრამ დაჩოქილს შენს წინაშე ვერასდროს მნახავ. დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა...
|
წვიმდა. უცებ საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი მას თან თავისუფლების მშვენიერი გრძნობა ახლდა, არ ვიცი რატომ მაგრამ მინდოდა მეყვირა, მეყვირა სიძულვილით, მეყვირა სიყვარულით, ზიზიღითა და ბედნიერებით. ყველა გრძნობა ერთმანეთში ამერია. არ ვიცოდი რა მჭირდა, იქნებ სიზმარია... მაგრამ არა მე მღვიძავს, მღვიძავს და მტკივა გული მაგარმ არ ვიცი რატომ, თუმცა... არც მღვიძავს, დიახ ვხედავ ჩემს სხეულს, მართლა ვხედავ მას ძინავს უგრძნობლად არი. ნუთუ მე ვარ, არადა როგორ ვარ, მე ხო აქ ვარ ზევით ის კი დაბლა, დავიბენი... მხოლოდ სიჩუმის ხმა მესმოდა, აგარც წვიმა, აგარც გულის ის სასიამოვნო ფეთქვა. არა ნამდვილად მძინავს, თვალები დავხუჭე, მაგრამ არაა! მე ისევ აქ ვარ ჩემი სხეული კი ქვემოთ. ღმერთო რა უსუსურები ჩანან აქედან ადამიანები, თუმცა არ ჩანან ნამდვილად არიან. აქედან ყველაფერი მარტივია. მე დავინახე როგორ იცინოდა ვიგაც ნეტავ არ აცინებს მას ხომ შვილი დაეღუპება ცოტა ხანში- ეს მე არ მიფიქრია, ეს ვიღაც სხვამ თქვა თუმცა მე ვერ დავინახე. აქედან სამყარო მშვენიერია გაცილებით მშვენიერი. ერთხანს ვუყურებდი ამ საოცარ ხედს, უცებ თვალი შევავლე როგორ ქურდობდა ვიღაც, მაგრამ არ შემეძლო მეთქვა შეჩერდი! დავიყვირე, ვყვიროდი ხმამაღლა თუმცა მას არ ესმოდა ჩემი გულსაკლავი ხმა. მინდოდა ჩავსულიყავი და შემეჩერებინა, მაგრამ რაღაც ძალა მაკავებდა არ მიშვებდა, ვიბრძოდი, მაგრამ უშედეგოდ მაინ გაიმარჯვა.
|
დახუჭე თვალები და ოცნებები აანთე შენი წარმოიდგინე რეალობად ეს ჩვები გზები ვარდისფურცლებით მოფენილი სამყარო გველის ხელი ჩამკიდე სიყვარული ჩვენ გულებს ეტრფის თვალები დახუჭე გაყინულ ტუჩებს აჩუქე სითბო უშენობით ხომ ჩემი თვალეები ცრემლის ღვრას უხმობს ჩუმად იყავი,ყური დაუგდე გულების ძგერას მათი სიმღერა სიყვარულით აღავსებს ყველას ნაზი პეპელა დაფარფატებს ვარდის ფურცლებში და ის სინაზე შენ სხეულსაც ეალერსება თვალებს ნუ ახელ თორემ სამყაროს რეალობის სხივები ეთამაშება
|
ამ წყვილის ისტორია იმითაა სხვა სასიყვარულო ისტორიებისაგან გამორჩეული, რომ მათი ურთიერთობა სკაიპში (ჩატში) დაიწყო. გასათვალისწინებელია, რომ თეომ თავად დაამატა ლექსო თავის ნაცნობების სიაში. თავიდან ყელაფერი ისე ხდებოდა, როგორც ჩატის ნაცნობებს შეეფერება, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ლექსო მიხვდა, რომ მარი მისთვის უბრალოდ ჩატის ნაცნობი არ იყო და იგი მისთვის უფრო მეტს წარმოადგენდა, ვიდრე მისი ნაცნობი სხვა გოგოები. ლექსო ათვალიერებდა თეოს ფოტოებს, მასზე ფიქრობდა ძილისიწინ, დილით, თავისუფალ დროს. დღე არ გავიდოდა ერთმაენეთი რომ არ მოეკითხათ. ერთხელ კი, ლექსომ მოულოდნელად თეოს სიყვარულიც აუხსნა. გარკვეული დრო თეოს არ სჯეროდა ლექსოსი, ეგონა ლექსო აშაყირებდა და ეს ყველაფერი ბოროტ ხუმრობად მიაჩნდა, თუმცა ლექსომ შეძლო თეოსთვის დაემტკიცებინა, რომ მას მართლა გურწფელად უყვარდა იგი. ამის დამტკიცება კი მან, თავისივე შექნილი სასიყვარულო ვიდეო ლექსებით შეძლო, რომლის შექმნასაც ხშირად მთელ ღამეს ანდომებდა ხოლმე. გარკვეული დროის შემდეგ გაირკვა, რომ თეოსაც
|
მოგკლავდი� მაგრამ� არა შენი სიკვდილით, შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემში და მერე ყველაზე დახინჯებული გულით თავიდან შეგიყვარებდი.
მეტკინე� როგორც მოტეხილი მკლავი, თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა და შენი უმიზეზოდ მტირალი თვალების ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე. იმდენად მარტო ვარ, ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები, არა თუ ადამიანებს და ყველაფერი ხელიდან მივარდება: კალამი და შენი სუნი, იები და შენი გაბუტვა. ვის?! ვის გავარდნია ხელიდან ყველაზე მართალი ღიმილი.
ყველაზე გულწრფელი და ბავშვური? მე გამივარდა. არა! ალბათ ძალით დავანარცხე მიწას და ნამსხვრევებად ვაქციე შენი ბროლის ტუჩები, რომ არავის შეემჩნია რა ვნებით მიყვარდა მათი კოცნა.
მოგკლავდი�მაგრამ� არა სიკვდილით. სიცოცხლით მოგკლავდი, სიცილით მოგკლავდი და მერე შენს სულთან ერთად ვიცეკვებდი ღამის ქუჩებში სევდიან ტანგოს სიახლოვის მკვლელი და შენთან ერთად დავშორდებოდი ცაზე შეყვარებულ დედამიწას. -მომკლავდი? -ალბათ....
|
როცა მე და შენ წლები გვაშორებს, რაღა თქმა უნდა ეს საწყენია, მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ იმ წუთზე ტკბილი არაფერია. როცა მე და შენ წლები გვაშორებს, მენდე, ეს ჩემთვის არაფერია, მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს, გასაკვირი აქ არაფერია. შენით მე გავხდი ბევრად უფროსი, შენ კი ისევე ბავშვად იქეცი, როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე და სამუდამოდ შენად ვიქეცი. როცა მე და შენ წლები გვაშორებს, და სიყვარული მართლაც წრფელია, მაშ , დავივიწყოთ ჩვენი ასაკი, მერწმუნე წლები არაფერია.
|
მე თეკო და ლიკა ბავშვობის დაქალები ვართ,ერთად გავიზარდეთ და ერთმანეთის მესაიდუმლეები,"იტოგში" მაგარი დაქალები,ლიკა დამთმობია და ძაან გაწონასწორებული აი თეკო მაგარი გიჯი ტიპია,ხასიათებით უფრო თეს ვგავარ ვიდრე ლიკას.ყველაფერს ვუყვები მათ.დედისერთა ვარ და მაგარი გაებივრებული,მაგრამ შარშან ზაფხულს ძალიან შევიცვალე...ერთი ტიპი "იჩითებოდა" ჩემი უბნისკენ ხოლმე,ნიკუშა ერქვა,დაბადების მოწმობაში ნიკოლოზი:Pმაგრად მომწონდა...მიჩვეული ვარ ყველა სურვილს რომ მისრულებენ,ხოდა ავიჩემე მისი"შემთხვევით" გაცნობა...ეს არც ერთი დანახვით სიყვარული არ ყოფილა და არც მის გამო გადარევა.უბრალოდ როგორც კაი ტიპის გაცნობა მომინდა...ხოდა მეორე დღესვე მე ლიკა და ლიკას ძმა გიო ვიდექით პარკში და ნაყინებს ვჭამდით...გიო ძმასავით მყავდა ერთ თვალების დაფახულებაზე მისრულებდა სურვილებს ხოდა ყოველ ჩემ ნახვაზე ნაყინის ყიდვა გარდაუვალი იყო;)ამ დროს ნიკამ ჩაირა,ძაღლს ასეირნებდა,მაგარი საყვარელი ძაღლი იყო,ხოდა თვალი გავაყოლე,გიომ კაიფი დამიწყო ძაღლი თუ მაგის პატრონიო:)მეთქი ორივეე:) გამიცინა,ჩერეზ ძმაკაციაო,გადმოსვლას ეხლა აპირებს შენ ზემოთ სახლშიო.აუ რა გამიხარდა,ისე გამიშერდა თვალი რო ნაყინი ლამის ხელზე ჩამომადნა:)იმ სასტავში სადაც ნიკუშა იყო,ბევრს ვიცნობდი,ბიჭებს.მაღაზიაში ჩავდიოდი და ამ დროს დათომ დამიძახა,შენი გაცნობა უნდათო და იუქვე ნიკუშა რო დავინახე ი ვსიო თავის ფეხითაა მოსული თქო კი გავიფიქრე,მაგრამ არაფერი შევიმჩნიე...ნიკუშა გამაცნეს და მოვიმიზეზე მეჩქარება თქო,აბა ...გაგრძელება დაწვრილებითში
|
ჩემი სახლია კუბო წყეული, ვიცი, ვიქნები მარად წყეული, ჩემთვის უცხოა ვნება და შიში, მტაცებელია ჩემს ველურ სისხლში... "ღამეა" ჩემთვის ხანა რჩეული, მაშინ იღვიძებს ჩემში გრძნეული, წყვდიადში ისმის ბოდვა და კვნესა, მჩვევია სისხლით ეშვების მოსვრა... აჩრდილთა ჯარი მიყურებს შიშით, როცა დავცურავ მე მსხვერპლთა სისხლში... სუფთა გოდება, ცრემლი დაღვრილი, ღამის ზმანება არის ნამდვილი... ილუზიებსაც არ აქვს ნაპირი, გამოგიტყდებით, მე ვარ ვამპირი!!
|
მგონი ცოტას აფრენს ეს კეტებიანი.. – გავიფიქრე ჩემთვის – რა ქირურგი, რის დალევა, რა მომვლელი?… ან რა უნდა ჩავიცვა რა საინტერესოა…. ანკა გადამერევა რომ გაიგოს , ვიღაც მორიგი სულელი გადავიკიდე…. ღამის 10 საათია და მაინც ცხელა, ან მე მცხელა… მთელი კვირაა თვალი მიშტერდება რომ ვხედავ და ის საერთოდ არ მიმჩნევს ეხლა მოვეწონე? … გამოაშტერა იმ ინვალიდმა … სულ იმასთან ერთად დადის და ირგვლივ აღარ იყურება… ალბათ ცოტას დავაგვიანებ, როგორც ქალებს გვჩვევია.. იყოს და მელოდოს.. თავხედი.. მოინდომა ეგრევე, \” გადმოჯექი, დავლიოთ..\” ეხლა იჯდეს და უყუროს საათს…….. \” 11-ის ნახევარზე არანორმალურად გამოპრანჭული და სუნამო მიპკურებული დავეშვი ლიფტით სასტუმროს რესტორანში… სიხარულისგან სახე მიბრწყინავდა იმაზე ფიქრით, რომ დიდხანს ვალოდინე და გავაწვალე,.. სახე მომერყა, როდესაც რესტორანი ცარიელი დამხვდა.. ჩვენს მაგიდაზე , პატარა ლურჯი სანთლიდან , მოუსვენრად ხტოდა წითელი ალი.. მაგიდას მივუჯექი და სიბრაზისგან ისეთი სიჩქარით მოვწიე სიგარეტი, თავბრუ დამეხვა… გავიდა 10 წუთი … \”საინტერესოა, რამდენ ხანს მომიწევს ლოდინი?\” 15 წუთი….. \”თავი ასეთი სულელი არასდროს, არ მგონებია .\”.. 20 წუთი.. \” სად მოვედი…, რა მინდოდა….. \” ? 30 წუთი…გაგრძელება დაწვრილებითში
|
შენ უნდა იყო, თანაც არ იყო, ცხოვრობდე ყოფნა-არყოფნის ზღვარზე, უნდა ატარო ზღვების დუმილი, ტალღებითა და მარილით სავსე. შენ უნდა იყო... ჰო, ერთი სიტყვით, უნდა ცხოვრობდე, ვითომ არა ხარ, რა ვქნა, თუ მხოლოდ ასე შევძლებდი შენი სულის და ხორცის დანახვას... უნდა დარჩე და უნდა წახვიდე... ვერ ამოირჩევ ვერცერთს ორიდან... და ახლოდანაც ისე გხედავდე, როგორც გხედავდი გუშინ შორიდან. გამოიცვალა ზამთრის ამინდი, ჩვენც უნებურად გამოვიცვალეთ... მე შენ წინა ვარ_ცის თუ მიწისა, თვითონ არ ვიცი, გამო(მ)იცანი.
|
ვინ იცის, იქნებ ჩვენი
ცხოვრება კვლევა-ძიების
გზა და მტვერია,- ბედნიერებას მოიპოვებ და ბედნიერება არაფერია
ვაჰთუ, ასეა თავისუფლებაც, თავისუფლებას
ჯვარი სწერია,- ყველაფერია მოპოვებამდე, მოიპოვებ და არაფერია! იბრძვი, ბობოქრობ უფლის შეწევნით, წლებს
ჯირკებივით მატებ კერიას, - მიხვალ მიზნამდე, და ბედს ეწევი, იმ ბედს
იქით კი... არაფერია!
იწვის ქვეყანა შენი სიცოდვით შენს
სიმღერებს კი მაინც მღერიან, შხამით სავსეა თასი სიცოცხლის დასცლი ამ
თასს და... არაფერია!
|
გაწვიმდა ისევ ერთ დროს, კვირტებს
შეხსნის მიკუნჭულებს, ეს წვიმა და ეს ფოთოლი ისევ ისე იჩურჩულებს. ისევ
მოვა ის გოგონა, დედას გამოეპარება, ასე ძვირად რომ დაუჯდა ერთი ბიჭის
შეყვარება. მოვა გოგო შენნაირი, იისთვალებდანამული, მოვა ბიჭი
ჩემნაირი, სუმღერა და სალამური. შეაერთებს გულთაცემას შეხვედრა და
გარიდნება, მაგრამ მე ის არ ვიქნები და ის გოგოც სხვა იქნება.
|
თვალს ვეღარ ვუსწორებ
ფრთადაჭრილ ოცნებებს, ვტორტმანებ, უსიტყვოდ მივყვები კალაპოტს, ჩემი
რომ არ არის, სხვებმა რომ გათხარეს, არ ვიცი რა მინდა, საითკენ წავიდე, ან
რას ვეთაყვანო, ან რა გამახარებს.. და ჩემი ოცნება ირყევა ბურუსში დარღვეულს
სივრცეს გავს ელამი ბავშვისას. და ვიცი, ვერასდროს დავიბრუნებ იმ
ხანას, რომელიც ღიმილში წავიდა. მარტო ვარ, ბავშვების ხმაური
მამშვიდებს.. ვიღაცას ვუყვარვარ.. მე მაინც მარტო ვარ.. მარტო ვარ,
მცივა და ცხოვრება მაშინებს.. მე აღარ დავუცდი ოქროსფერ გარიჯრაჯს, გამიგეთ,
მე, ერთ დღეს ფიქრები დავკარგე და განსჟის უნარიც ლეთაში დაინთქა.. გამიგეთ,
გრძნობები გამებნა და ახლა სიყვარულს დავეძებ, ლაბირინთს გავდივარ.. ყველაზე
მრუდე და სასტიკი.. ის არის, ვიცი, რომ განთიადს ვერასდროს ვიხილავ, რადგან
ერთადერთი, რაც მე გამახსენეს, გადავიწყებული ტირილის ნიჭია, .. და
ჩავალ ჟურღმულში, მე რომ გამოვძერწე და როგორც მოლუსკი, ჩუმად
ავტირდები.. წლები გაივლის და წყლები გადაივლის, მე კი უხმაურო
სადაფად ვიქცევი..
|
უშენოდ ჩემთვის
სიბნელეა და შავი სიკვდილის ხეტიალი, გულ-მკერდს მონატრება
მიბნევია და ეს სიყვარულზე მეტი არის.
უშენოდ ქარაფია
გაკიდული, გოლგოთის აღმართები რეტიანი, უშენოდ სიცოცხლეა გაყიდული და
ეს სიყვარულზე მეტი არის.
უშენოდ დილემი და წკვარამია, ბოლო
ეშაფოტის სვეტი არი, უშენოდ არსებობაც არამია და ეს სიყვარულზე
მეტი არის.
|
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ის დღე იყო გაზაფხული იღვიძებდა იაში მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,ულამაზეს ლიანებს სიყვარული რიგდებოდა და მე --დავაგვიანე . რიგში იდგნენ ჭაბუკები,უმეტესად ქალები შეჰყურებდნენ წიგნის თაროს,მომღიმარი თვალებით სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.
და როდესაც დახლთან მიველ ,მომღიმარი თვალებით სიყვარულით ლაჟვარდს ხელში შეურთდნენ ქალები წიგნის თაროს შერჩენოდა ერთადერთი კრებული და გამყიდველს ის თავისთვის ჰქონდა დაგადადებული
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ის დღე იყო გაზაფხული იღვიძებდა იაში მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,ულამაზეს ლიანებს სიყვარული რიგდებოდა და მე--დავიგვიანე
|
მართალია? -ეკითხება გული -არა! -პასუხობს ხმა. -რატომ? -იმეორებს გული. -არ შემიძლია თქმა! -მაინც რა მოხდა ასეთი? -გული არ ეშვება ხმას. ცოტახანს სიჩუმე იყო
და... -
მიყვარხარო -წარმოსთქვა ხმამ..
|
თენდება..................... ახალ
ცხოვრებას იწყებს ყველა ცოცხალი არსება,ყველასთვის ბედნიერებისა და იმედის
მომცემია ახალი დღის გათენება. ერთადერთი ვინც ამ ბედნიერებას ვერ იზიარებს
ეს სიყვარულით ტანჯული და განადგურებული გოგონაა. რომლისთვისაც ეს
ცხოვრება უფერო და ამაოა. ძნელია გაუგო გოგონას რომელსაც ტკივილი,
იმედგაცრუება და უზომო ტანჯვა უსერავს გულს.,ძნელია გაუგო მას ვისაც
უიმედოდ უყვარს და რომელსაც სიყვარულში არ გაუმართლა.მას ხომ ყოველი დღის
გატენებასთან ერთად საკუთარ თავთან ჩიდილი უწევს რათა ახალი თვალით
დაინახოს სამყარო მაგრამ მიუხედავად დიდი მცდელობისა იგივე ფიქრებსა და
განცდებს უბრუნდება. ახალი დღე რომელიც ადამიანებისათვის ახალი ცხოვრების
საწყისია ამ გოგონასასათვის რომელსაც უიმედოდ უყვარს ტკივილისა და ტანჯვის
ახალი საწყისია.
......................................................................გადის
დრო ტანჯვასა და ვაებაში გოგონა ნაღვლიანი შესცქერის ქუჩაში მოსიარულე
ბედნიერ წყვილებს. და მისი ტკივილი კიდევ უფრო მძაფრთება რადგან მას აღარ
აქვს ბედნიერების იმედი და ეს ტკივილი კლავს მის გულს რომელიც აღარასოდეს
გაცოცხლდება სიყვარულისათვის და სწორედ აქ იწყება დასასრული ამაო ყოფისა.
|
მე ალავერდში ღმერთს
შეგავერდებ, ღვთისმშობლის ხატთან დავიჩოქები, და ალავერდის მდუმარე
ტაძარს, შენ ლამაზ სულზე ვესაუბრები, მე ალავერდში სანთელს
ავანთებ, რომ შენზე ლოცვით ისიც იწვოდეს, შენ თუ არ იცი როგორ
მიყვარხარ, ამიერიდან ღმერთმა იცოდეს.
|
შენს
სახეს ვლანდავ ყველა გოგოში შენ სტუმარი ხარ ჩემი სიზმრების ის ღამე
ჩემთვის სიხარულია როცა მოდიხარ ჩემს ზმანებებში იმაზე ფიქრი
მაწვალებს მტანჯავს ნეტავ შენც ჩემნაირად ხარ? ალბათ ოდესმე გავიგებ
პასუხს სანატრელსა და ოცნების პასუხს შენი სიცივე სიცოცხლეს მიკლავს იმ
წუთში ვნატრობ სიკვდილს სანატრელს, მაგრამ მაკავებს რაღაცა გრძნობა და
მეუბნება:შეჩერდი! რას შვრები? მას მარტო ტოვებ?! შემდეგ იწყება
თავიდან ტანჯვა და მარტოობის შეგრძნება მწარე ისევ ვეფლობი ფიქრის
მორევში ისევ მიტაცებს შენზე ფიქრები!
|
რომ წახვედი და გამიქრე
ნათელი დამიტოვე მხოლოდ ერთი სანთელი ის სანთელიც ჩამოდნა და
ჩაქრა რადგან უკვე სიყვარული გაქრა.
აღარ მჯერავს აღარც–ერთი
ქალის აღარც უკვე საკუთარი თავის და რაც უფრო მეტი წლები გადის მჯერავს
მახოლოდ ღმერთისა და ხატის.
ახლა უკვე მემალება მთვარე ღრუბლებს არის
იგი შეფარებული აღარა სურს მესაუბროს რამე რომ ა რ ვარ შენზე
შეყვარებული.
მაპატიე რომ გავტეხე ფიცი სიშორემ და წლებმა ასე
იცის ეს არ იყო ალბათ შენთვის ძნელი დაგავიწყდა ბრილიანტის ცრემლი.
მე
მეგონა ჩვენი იყო სამყარო მივდიოდით გაგიჟების ზღვარზე შთაგაგნეს,მისი
ღირსი არ ხარო დაგვაყენეს ჩვენ სხვადასხვა გზაზე. ალბათ ვინმე იარსებებს ჩემთვის არ
მოუსმენს სხვის აზრებს და სიტყვებს ჩემს სიყვარულს დააფასებს მხოლოდ მე
დამითმობს ოცნებებს და ფიქრებს.
არ თქვა ვინმეზე მეტი ხარ რამით, არ
თქვა ვინმეზე მეტი შექმენი, არავინ იცის დრო ვის რად გვაქცევს "დრონი
მეფობენ, და არა მეფენი".
|
მოვიდა სასწრაფო, პულსი
გასინჯეს მითხრეს ფეთქვასო, ჯერ ცოცხალია რა დაემართა მკითხა ექიმმა ეს
ყველაფერი იმ *ლის ბრალია; ვთქვი ეს მე და გვერდზე გავხედე იმ დიდი
კამაზის ნაბი*ვარ მძოლსა თუ ვერ გადარჩება ჩემი მარია მე შენ
მოგი*ყნავ დედას და ცოლსა. და დააწვინეს საკაცეზედა ჩასვეს სასწრაფოს
მანქანაშიდა მარია ღელავს, თან მე მიყურებს მისი სუნთქვები ძლიერ
გახშირდა. როგორც იქნა მივიყვანეთ რომელიღაც კლინიკაში ექიმებო
დატრიალდით თორემ ჩაგრეცხავთ უნიტაზში. გაკერეს და გამოკერეს ჩემი
ლოვე მარია აი ექიმიც გამოვიდა ჩემსკენ მოუჩქარია. ყველაფერი
კარგად არის: შევძელ მისი გადარჩენა რა კარგია ვფიქრობ ჩემთვის მუცელშია
ჩემი ენა. შევდგი ფეხი პალატაში ჩავიხედე მის თვალებში იგი
ჩემსკენ გამოქანდა და მოექცა ჩემს მკლავებში. ბევრი ვკოცნე და ვეხვიე გამიხარდა
ძალიანო ლაფაჩასნაირი პოეტები კიდე ბევრნი არიანო. ესეც ლექსის
დასასრული გადამირჩა სიყვარული აღარ მომიწევს ყოველ დილას სასაფლაოზე
სიარული...
|
სიყვარული რიგდებოდა წიგნის
მაღაზიაში, ის დღე იყო გაზაფხული იღვიძებდა იაში... მზე
კოცნიდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს, სიყვარული რიგდებოდა და მე...დავაგვიანე... რიგში იდგნენ
ჭაბუკები,უმეტესად ქალები შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი
თვალებით... სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი, სიყვარულის
რიგში ღმერთო... აქაც
ბოლო ვიყავი. და როდესაც დახლთან მიველ მომღიმარი თვალებით, სიყვარულით
ლაჟვარდს ხელში შეუერთდნენ ქალები. წიგნის თაროს შერჩენოდა ერთადერთი
კრებული, და გამყიდველს ის თავისთვის ჰქონდა გადადებული... სიყვარული
რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ის დღე იყო... გაზაფხული იღვიძებდა
იაში, მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს.. სიყვარული
რიგდებოდა და მე...დავაგვიანე...
|
Живу,
как всегда, торопясь, а по сути - Часы на недели меняю. Доходное
дельце! Но в каждой минуте - Скучаю, скучаю, скучаю...
А жизнь
без тебя,-просто глупость, беспечность! Минуты в разлуке считаю... И
в такт сокращениям мышцы сердечной - Скучаю, скучаю, скучаю...
С
щелчком выключателя ночь наступает - Я день без тебя выключаю. И
вместо молитвы твержу, засыпая: "Скучаю, скучаю, скучаю..."
Читаю.
Готовлю. Отправилась в гости - И жить без тебя привыкаю. Но тихое
слово, как тоненький мостик: "Я так по тебе скучаю..."
В
такие моменты вдруг сердце сжимает, Но светлая мысль пробегает: "Он
так далеко,но меня вспоминает И так же скучает,скучает.."
|
ამ
ოდესმე მხიარული გზით უყვარდათ სიარული; აწ გზა მიტოვებულია, როგორც
ძველი სიყვარული.
მაგრამ ყველაფერი ძველი ამოა და სასურველი: ძველი
პური, ძველი ღვინო, ძველი სტუმარ-მასპინძელი.
ძველებური
მიყვარს სუფრა და სიმღერა, მაგრამ უფრო მიყვარს ეს ხე, რომ არც
ვიცნო და არც გამოვესაუბრო.
შემოდგომავ, მოდი, გელი, მომაწოდე
შენი ხელი, მიყვარს ყველაფერი სადა, მიყვარს ყველაფერი ძველი!
|
არვიცი...რატომ...მაგრამ...� რამდენჯერ მინდოდა მეთქვა
მიყვარხარ,მაგრამ ვერ ვბედავ.რაღაც მაბრკოლებს,ალბათ ეს მხოლოდ ღმერთის
მიერ.ღმერთის სურვილით მოხდება,მაგრამ იცოდე,რომ ფიქრებში,ოცნებებში
ყოველთვის გეუბნები ნაცნობ ფრაზას,რომ:”მე შენ მიყვარხარ.”განა ძნელია რომ
ეს სამი სიტყვა ვთქვა?_არა ძნელი არ არის,მაგრამ შენ წარმოიდგინე რომ
ძალიან დიდი ნიჭი უნდა ამ სიტყვის თქმას.მთავარია შენ იყო კარგად,ხოლო
ოდესმე ალბათ ვისწავლი,თუ როგორ უნდა ამ ფრაზის წარმოთქმა.დავუშვათ ვთქვი
ეს სამი სიტყვა,მაგრამ მერე რა?მე არც კი ვიცი შენ თუ გაგახარებს ამ
ნაცნობი სიტყვების გაგება,თითქოს ვისწავლე ამ სამი სიტყვის თქმა,მაგრამ
ეხლა უკვე შენი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ უკვე გვიანია.შენ სულ
სხვა გიყვარს,თურმე რა ხანმოკლეა ადამიანის ბედნიერება:შენ მე გიყვარდი,მე
კი თავს ვიფასებდი,ეხლა მე მიყვარხარ,შენ კი...უკვე სხვა გიყვარს.ვერც კი
მოვასწარი შენთვის მეთქვა:თუ როგორ მიყვარხარ,თუ როგორ მჭირდები და როგორ
მინდა შენი სურნელის შეგრძნება.ამ ყველაფრის თქმა მე არ დამცალდა და ისევ
აღმოვჩნდი ცალმხრივი სიყვარულის მსხვერპლი.მარტო მე მიყვარხარ ისე,რომ
ვერცერთი გოგო ასე ვერასდროს ვერ შეგიყვარებს.ალბათ სიცოცხლის ბოლომდე შენი
სიყვარულის მსხვერპლი ვიქნები.ალბათ ამაზე მეტი არაფრის ღირსი არ ვარ,უკვე
არ ვიცი რა ვთქვა.� არა?!_იცი რას ვიზამ?� შენი სახლის წინ დავდგები
და ვიყვირებ,რომ:”მე შენ მიყვარხარ!!!”დაგვიანებით,მაგრამ ხომ იცი:"სჯობს
გვიან,ვიდრე არასდროს!!!”
|
დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს, დაკარგულ
სევდას და ცრემლს, ყველაზე საცოდავ ხეს გაუმარჯოს ყველაზე მოწყენილ
დღეს ყველა სადღეგრძელოს გაუმარჯოს, ჯერ არ ნათქვამს და თქმულს. . .
. ყველა მწუხარებას გაუმარჯოს ყველა დაჩაგრულ გულს, ქარის
წამოქროლვას გაუმარჯოს, ფოთოლს გზააბნეულს ერთს, ქვეყნად ს ი ყ ვ ა რ
უ ლ ი ს გაჩენისთვის მადლი მოვუხადოთ ღმერთს!!
|
მე რომ შემეძლოს შენთვის მეკოცნა - დაგიკოცნიდი
თვალებს ფაქიზად, ნაზი ამბორით გაგაბრუებდი, თითოეულ თმის ღერს
დაგიკოცნიდი. მე რომ შემეძლოს შენი ფერება - ალბათ არასდროს
დავიღლებოდი. . . მე რომ შემეძლოს შენთვის მეცქირა - ჩემგან არასდროს
არ გაგიშვებდი, ალბათ წუთითაც არ ვიძინებდი, არ მეყოფოდა ცხოვრება
სრული. . . მე რომ შემეძლოს შენი მოსმენა - არ ვისურვებდი არაფერს
გარდა, შენი წყნარი ხმის, შენი ფიქრების, ოცნებისა და მშვიდი
სუნთქვის. . . მე რომ შემეძლოს თუნდ ერთი წუთით შენს მიუწდომელ
მკერდთან შეხება - ჩაგიხუტებდი გულში უეცრად და აღრასდროს არ
გაგიშვებდი. . . მე რომ შემეძლოს შენთვის რამის თქმა, დამჭირდებოდა
მთელი ცხოვრება, რათა ამეხსნა როგორ მიყვარხარ!
|
ქალი ოცნება, ქალი სინაზე, ქალი
ცის ცრემლი ცოდვილ მიწაზე, ქალი ოცნება, ქალი ალერსი, შენ მოგეფერო
მინდა ამ ლექსით, ლამაზო ქალო, ტანო-ტატანო, ქალო ათასი ჭირის
ამტანო, ქალო გრძნობის და ტრფობის სამყაროვ... კაცებმაა?.. კაცებმა
ხელის გულზე უნდა გატარონ!
|
ნასვამმა, რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში... მკლავებში, ფაქიზად
გარწიე დილამდე... ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში დილა კი, შენს
ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე...
მთვრალი ვარ, ამაღამ
დამახრჩობს ფიქრები... შენ ალბათ, სიზმარში მთვარესთან მღალატობ... მე
მაინც გკოცნი და გეხები, თითებით... შენს გვერდით ვწევარ და ვერ
ვხვდები რაღატომ...
და რატომ, მაგიჟებს ეს ღამე სულელი... მთვრალი
ვარ ოცნებით, სადღაა ნამუსი... შენ ალბათ ჩემს კოცნას სიზმარშიც სულ
ელი... ნაწვალებ ტუჩებში გამჯდარი ბახუსით...
და გარწევ, დილამდე
ჯერ კიდევ შორია... და შენზე ფიქრები გონებას მიმღვრევენ... თითებით
გეხები და ასე მგონია... წუთები, დღეები შენს ფიქრებს მისდევენ...
მთელი
გზა, ისევე შენს ფიქრებს მივანდე... და ღამეც გავლიე ფიქრსა და
ნუგეშში... მე ღამე გითენე არ გახსოვს? დილამდე... და დილას ისევე
გაკოცე ტუჩებში....
|
მე
მოვალ შენთან... არა ისე როგორც ყოველთვის, მე მოვალ შენთან, სულ
სხვანაირი, შენს გამო, შენთვის მოგიტან ვარდებს, პირმომცინარ, სახეგაბადრულ,
გულგადახსნილ ვარდისფერ ვარდებს... არაფერს გეტყვი, არ
შემოგახვევ ჩემს მგვრიე დარდებს, შემოგასხურებ შვების წვეთებს ძველ
ტკივილებზე, გადაგასვენებ რუხი მთების თეთრ გვირილებზე... გაინაბები,
გაოცებული ჩემი ქმედებით, დაიფარები ჯადოსნური ცისარტყელებით... დახუჭავ
თვალებს, თვალებს მოღლილს სავსე ტკივილით და გადაქანცულს დაგეძინება
თბილი ღიმილით...
მე მოვალ შენთან, მოვალ ახლოს მოვალ ახლოს
და... მოგეფერები, მოგეფერები არა სიტყვით, არა შეხებით, მხოლოდ
ოცნებით_ჩემი ოცნებით, მხოლოდ ლოცვით_ჩემი ლოცვით პაწაწინა ლოცვით
მოგეფერები...
მე მოვალ შენთან, არა ისე როგორც უწინ, მე მოვალ
შენტან, გრდზნობით გულუხვი, და არა ძუნწი, მე დაგიკოცნი, არა
ღაწვებს, არა ბაგეებს, რადგან ეს კოცნა გაგამწარებს, კვლავ მარცხს
გაგემებს მე დაგიკოცნი არა თვალებს, არა წამწამებს სულს დაგიკოცნი,
სულს გატანჯულს, სულს განაწამებს მერე დაგტოვებ არა ისე როგორც ვიცოდი, დაგანახებ,
რომ ადრე თურმე ცუდად მიცნობდი, გულში დაგლოცავ, უხმოდ წავალ, არ
გაგაღვიძებ, და გრძნობით სავსე, გულით მრთელი, სულით ნათელი.
|
ძნელია როცა ტირილი გინდა, ძნელია როცა
ტირილს ვერ ბედავ, ძნელია როცა სიცილი გინდა, და ამ სიცილის მიზეზს
ვერ ხედავ. ძნელია როცა შენ გული გტკივა, რომ ვეღარა გრძნობ ვერავის
სითბოს, ძნელია როცა ხელებზე გცივა და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს. ძნელია
როცა თვალები სველი, ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა, ძნელია როცა
ვიღაცას ელი და თან იცი რომ ის აღარ მოვა......
|
"როცა ვინმე ტკივილს გაყენებს...გულს
გტკენს და ამას განიცდი უბრალოდ თვალები დახუჭე და გაიღიმე... გაიღიმე
თუნდაც ეს თვალები ტანჯვითა და ცრემლით გქონდეს სავსე და მაშინ
მოგეცემა ძალა შენს სულში ტკივილი სიხარულად გადააქციო... და იცოდე რომ
ადამიანი მხოლოდ მაშინ ხარ როცა პატიება შეგიძლია..."
|
It is Love that
gives me purpose to change and grow
and learn. It is Love that guides me on this path and helps me
choose each turn.
It is Love that gives me courage to stand
against my fears; to open up my heart to you, to let you see my
tears.
It is Love that gives me trust and hope when little
thing go wrong. When distance stands between us, it is Love that
keeps me strong.
It is Love that offers harmony and a
friendship that is true. How wonderful that I can share a Love
like this with you… ;->
|
გიყვარდეს სანამ შენც
უყვარხარ
გიყვარდეს
სანამ შენც უყვარხარ ამ ქვეყნად ვინმეს, სანამ
მაისის ყვავილებით დღეა გამთბარი, სანამ
ჯერ კიდევ მოსვლის პირი არ უჩანთ ყინვებს და
სილამაზეს არ ეწვია შენსას ზამთარი. გიყვარდეს,
სანამ შეგიძლია კიდევ გაფურჩქვნა, როგორც
ნაზ ყვავილს, მზის ამოსვლა დღეს რომ აუწყო, გიყვარდეს
სანამ სილამაზე თვალს არ დაუჭკნა და
შუბს ნაოჭით გადახაზვა დრომ არ დაუწყო. ხომ
იცი აისს თან მოჰყვება მუდამ დაისი,
|
შებინდებულიყო...
ზღვის ტალღები საიდუმლოდ ეჭორავებოდნენ, ეჩურჩულებოდნენ ოქროსფერ
სანაპიროს. შორს მთა მოჩანდა უზარმაზარი. მთის ერთ კალთაზე ერთი მარტოხელა
ხე იდგა. ხი ძირში სიყვარულის სადღეგრძელო ისმებოდა. ქორწილი იყო - ბუნების
ქორწილი და სიყვარულის თაკარა მზე ანათებდა იქვე, ჩრდილში დამსხდარ
გოგონასა და ბიჭის გულებს. გოგო 16ის იყო, ბიჭი 19-ის. - ხვალ მიდიხარ
თბილისში? კარგი რა, ხომ იცი რომ ერთ თვეს ვერ გავძლებ უშენოდ. -
ბუზღუნებდა გოგო, - არ შემიძლია. სულ ცოტა ერთი თვე ვაპირებ აქ დარჩენასო,
ესე ბრძანა დედაჩემმა. რა გავაკეთო აქ უშენოდ? მზე და ზღვა??? ნუთუ გგონია
რომ შენს გარდა სხვა მზე მჭირდება? გოგო აცრემლებული შეაცქერდა
ბიჭს.ბიჭი ჩაფიქრებული და ოდნავ სევდიანი ჩანდა. გოგოს აცრემლებული თვალები
რომ დაინახა, გამოფხიზლდა. -ნუ სულელობ! მე მართლა საქმე მაქვს.
გთხოვ, ნუ გგონია რომ შენგან წასვლა მინდა.! უბრალოდ ლუკას დახმარება
სჭირდება . დიდი პრობლემები აქვს. მე..მე დავამთავრებ თუ არა საქმეებს,
მაშინვე ჩამოვალ... მე ძალიან მომენატრები. ხო იცი რომ უშენოდ სუნთქვა არ
შემიძლია?? მიყვარხარ.. და ბიჭმა მონატრებული, წრფელი კოცნით აკოცა გოგოს.
გოგომ ტირილს უმატა. დაღამდა.. სახლში უნდა წასულიყვნენ. ბიჭი იმ ღამით
მიდიოდა. უყურებდა, თავს ევლებოდა, ეფერებოდა გოგოს.
|
გიორგიმ და მარიმ
ერთმანეთი ქორწილში გაიცნეს, ანის და გიგის ქორწილში, ორივენი მეჯვარეები
იყვნენ. ერთმანეთი ძალიან მოეწონათ, ორივენი კარგები იყვნენ და ერთი
ნახვითაც შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ არ ამჟღავნებდნენ. რამოდენიმე თვის
შემდეგ ერთმანეთს გამოუტყდნენ სიყვარულში, ერთი წელიწადი იყვნენ
შეყვარებულები, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მარი ერთ ბიჭს უყვარდა -
რაჯის, რომელიც ცდილობდა მარი და გიორგი ერთმანეთს დაეშორებინა, შეეძლო
კიდეც. მარი მარტო იყო სახლში, როდესაც თავს ქურდები დაესხნენ და
ერთ-ერთმა მათგანმა გააუპატიურა. მარიმ ამოიცნო ეს თვალები, მაგრამ დამალა,
ეშინოდა გიორგი მიმატოვებსო, ცოლად არ გავყვები, არ გავაუბედურებ, მაგრამ
მაინც მეყვარებაო... რაჯიმ რომ არაფერი ცვლილება ნახა მათ შორის თვითონ
უთხრა გიორგის ყველაფერი. გიორგიმ არ დაიჯერა, ეს დამცირება ვერ აიტანა,
სინიაკი დაამჩნია თვალებზე, დააბრმავა. გაავებულმა გიორგიმ მარის
პაემანი დაუნიშნა, მარიმ უცებ ანას დაურეკა და უთხრა: - მგონი კარგ
ხასიათზე არ არის გიორგი, რაღაც აღელვებული ჩანდა და პაემანი დამინიშნა. -
მარი ! ძალიან გთხოვ ფრთხილად, ცოლობაზე არ დათანხმდე ხომ იცი?...ან იქნებ
პრობლემები აქვს უბრალოდ და სურს შენთან გადაწყვიტოს, მაგრამ შენ
ფრთხილად, შენ რამე არ წამოგცდეს, თავი სამუდამოდ არ დაიღუპო...დაარიგა
აღელვებულმა ანამ - ანა იქნებ რაჯი ჩაერია? ( ტირის მარი) და ყურმილი
გაუვარდა. ანა მოვიდა სახლში, დაამშვიდა და უთხრა მოწესრიგებულიყო და
წასულიყო შეხვედრაზე მიდის ტროტუარზე და გრძნობს, რომ ცუდი უნდა
მოხდეს...ხეები ჩურჩულებენ, თითქოს აფრთხილებენ, თითქოს ამბობენ:
|
უცნაური ღამეა,არ
მეძინება,ვფიქრობ ღამეზე და შენზე.არ ვიცი ახლა საიდან მოვიდა ის
იდუმალი,შენი დანახვისას რომ მიიღო ჩემმა სულმა,ან რითი ჰგავდი იმ ოცნების
ადამიანს სიზმარში,რომ მელანდებოდა ხოლმე... არ ვიცი რა მოხდა...მხოლოდ
ის მახსოვს მზიანი დღე იყო,მზე ცაზე ვერ დაეტია და ჩამოვარდა,ჩემში
ჩასახლდა.ვინ ხარ?რა გინდა?ან რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო?იქნებ
ეს ის გრძნობაა ბავშვობაში რომ უნდა სწვეოდა გულს,ან მერე,ცოტა
მოგვიანებით.რაღა ეხლა მოადგა კარს და დაბნეული,გაოცებული შემატოვა
სისხლისფერი ფიქრები,არ ვიცი არაფერი,მხოლოდ ის ვიცი,რომ მიყვარდი მთელი ამ
ხნის მანძილზე წმინდა სიყვარულით...მიყვარხარ და მეყვარები.ახლა ჩემი
ნებისმიერი ძარღვი რომ გახსნა-"მონატრება" ამოფრქვევს.ნუთუ ყოველთვის ასე
უცნაურად იბადება სიყვარული?მიყვარს ისეთი წამები,როცა ფიქრები და სიტყვები
შესევიან სულს და გამჭვირვალე სანთლით ხარ პირამდე სავსე. შენ ხარ
ოთახში ჰაერზე მეტი და გეხები,ფიქრებში ფრთხილად გეფერები ამ მზისფერ
მოფერებით-გელოდები! ყველაზე მეტად მაშინ შეიძლება ელოდო ვინმეს,როცა
მისი მოსვლა შეუძლებელია. მოულოდნელად თავდატეხილი გრძნობა მინდა
მოგაბარო,თორე მე მარტო ვერ ველევი,ვერც ვერავისთვის მიმინდვია,ვერც
ვერავინ გამიმეტებია ამხელა სილამაზისთვის. ა
|
იცი რა მინდა? იცი
რა მინდა ჩემ გვერდით იყო მაგრად გყავდე გულში ჩაკრული და ლამაზ სიტყვებს
მეუბნებოდე...შენ ხომ გიყვარდა ჩემი სიცილი,ჩემი კოცნა და ჩემი გაბრაზებაც
კი და ხშირად მაბრაზებდი ხოლმე... იცი რა მინდა ისევ გიყვარდე და
ბედნიერები ვიყოთ ერთად...გახსოვს ჩვები ჩხუბი სულ რაგაც წუთები რომ
გრძელდებოდა რადგან მეტ ხანს ვერ ვახერხებდი შენთან გაბუტვას,უშენოდ
გატარებული ყოველი წუთი საუკუნედ მეჩვენებოდა...
|
გემუდარები, ორგულობა არ დამაბრალო, არ
დაიჯერო განშორებამ გრძნობა გასრისა. არ დაივიწყო, რომ ოდესღაც გული
საბრალო შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას. შენი მკერდია
ჩემი გრძნობის თავშესაფარი, შინ დაბრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც, შენზე
ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი, მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც
თანა მაქვს. არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ და ახლაც
შენთან უცოდველი როდი მოვედი, მაგრამ არასდროს დაიჯერო ისე დავეცე, გადავიწყვიტო
შენი სულის სვეტი ცხოველი. შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა, ამ
უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ.
|
მოვალ ჩაგხედავ ლამაზ თვალებში, და შენს
თბილ ხელებს გულში ჩავიკრავ, მოგეფერები და ჩუმად გეტყვი, შენს
ნახვას სხვასთან ვეღარ ავიტან!
სიყვარული რაგვარია, -, მეხია და
თავზარია,, სიხარულის გზებით მოდის,, მწუხარების საგზალი აქვს,, დღე
და ღამე დარდი, შფოთი,, მიწისძვრა და ზანზარია.
მე დღეს ლექსის
მოძღვნა არ შემიძლია, მოგიძღვნი ამ გულს მე დღეს სიმღერის მღერა არ
შემიძლია მოგიძღვნი ამ გულს მაგრამ ამ გულს კი შეუძლია ორად გაიყოს? განა
მას შესწევს ძალა ლექსის მოძღვნის სიმღერის? არ გაიყოფა ეს გული და
ჩემთან დარჩება, და შენ უგულო ნუღარ ცდილობ ჩემგან მიღებას იმის რაც
მე უკვე აღარ მეკუთვნ
თუ შეგიყვარდა ოდესმე ვინმე ისე ძალიან მე,
რომ მიყვარხარ ტუ შეგაწუხა უიმისობამ, როგორც მე ვწუხარ ჩემთან, რომ
არ ხარ და თან მან ისე დაგასაჩუქრა, როგორც მაჩუქე შენ ცივი გული მაშინ
მიხვდები თუ როგორია ჩემი შენდამი სიყვარული...
|
გაიღიმე. . . . ., მერე
რა მარტო ხარ?. . . . ., მიგატოვეს?. . . . . ., დაგივიწყეს?. . . .
. ., გემალებიან?. . . . . ., მერე რა გაიღიმე. . . ., რა
გატირებს?. . . . . ., ნუ გეშინია სიმარტოვის. . . . . ., ჯერ ხომ
დღეა. . . . . . ადექი მაგ ქვიდან და წამოდი. . . . ., იარე. . . . . .
იარე. . . . . ., მარტომ გადალახე პრობლემები. . . . . ., ოღონდ
ღიმილით. . . . . . სულ გაღიმებულმა იარე. . . . ., "ესეც გაივლის". . .
. . . .დაგივიწყეს?. . . . . . აცადე და მარტოობა მოგენატრებ.
|
-თუ მოგენატრები სიზმრად
ჩაიყოლე ეს დიდი სურვილი.. და ჩემ ჩუმ სუნთქვას იგრძნობ უმალ.. -თუ
მოგენატრები თვალდახუჭულიც რომ იყო, მაინც მოვა ჩემი ლანდი შენთან. -თუ
მოგენატრები ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე,ფრესკად ასვეტილ სახეში უნდა
შეიცნო ჩემი ხატება.. -თუ მოგენატრები ლურკ ცას ახედე და ჩემი ხატება
ლურჯი ღრუბელივით დაგეხატება... -თუ ძალიან მოგენატრები ეგ სანთლები
აანთე და მათ მკრთალ შუქზე მესაუბრე, ჩემი სული უეჭველად შენთან იქნება.. -და
თუ უფრო ძალიან მოგენატრები.... მაგრამ.. საკითხავია.. --მოგენატრები
ოდესმე... ? !
|
გინდა, სიყვარულის ზღაპარი გიამბო? ყური
დამიგდე: მზე -სითბოა, სითბო-სინათლეა, სინათლე-სიხარული, სიხარული-სიცოცხლე. სიცოცხლე
კი შენ...
|
შენი სარკმელი - ბუდე ამურის, კაკანათი და
ოქროს დილეგი. შიგ ჩიტებივით ბევრჯერ გაბმულან ჩემი სიზმრები და
სურვილები.
პატარა სახლი ლიბომოშლილი - ერთი პაწია ყანჩის
ფიტული მეჩვენებოდა ბროლის კოშკივით, ზედ ცაზე იყო გადმოკიდული.
ღამით
კოშკიდან ოქროს დალალი ჩამოგიშვია როგორც რიჟრაჟი, მეც ამოვსულვარ
შენთან მალულად, ჰო, ამოვსულვარ ოღონდ... სიზმარში...
ჩავუვლი
შენს სახლს გულის ძაგძაგით და ძველი სუსხით შევირთვილები, დამესევიან
და გამძიძგნიან ძველი სიზმრები და სურვილები.
|
ბევრი
იმედი გაწბილდება, � ბევრი ოცნება გაცივდება... მაგრამ არასდროს
არ გცილდება - � ქალი, რომელიც გიყვარს.
� ხანდახან ყოფნა
გაძნელდება, და სიმარტოვე გაგრძელდება... მაგრამ არასდროს არ
გბეზრდება - � ქალი, რომელიც გიყვარს.
� წლებმა იციან
გამეტება, სულს ბინდისფერი დაედება... � მაგრამ არასდროს არ
ბერდება - ქალი, რომელიც გიყვარს.
� თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება... მაგრამ არასდროს არ მოკვდება - �
ქალი, რომელიც გიყვარს.
ნოდარ ჯალაღონია
|
მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე
სიტყვებით შეიძლება ამის გადმოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ
მაინც არის შენთან დაკავშირებული, - შენი სანდომიანი ღიმილი, შენი
სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მე მიყვარს
შენი ნაზად შეხება და სითბო, რომელიც შენგან გადმოდის ჩემზე, მე ხომ
ყოველთვის ვგრძნობ ამას...
...
მე
მიყვარს შენზე ოცნება, ფიქრი. მიყვარს ყოველი წამი, როდესაც მე შენს
გვერდით ვიმყოფები, - ეს ხომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთებია. და
კიდევ, საოცარი რამ ხდება ყოველთვის, როდესაც კი თვალებში გიყურებ: მე
მუდამ ვიძირები საოცარი სიყვარულის უკიდეგანო მორევში...
|
რომ დაგიჩოქო
დარწმუნდები ჩემს სიყვარულში? მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო! რომ
შეგევედრო ჩაიხედავ ჩემს წმინდა სულში თუ ყველაფერი სიგიჟეა, სჯობს
დავიკარგო. ოჰ, როგორ მსურდა ერთხელ მაინც შენს წინ დავემხო არ
დაგაცადო გაკვირვება და აღშფოთება ვიტირო დიდხანს, რომ ცრემლებით
მიწაც გავალვხო რომ ვერასოდეს გაგიბედო მე განშორება. მაგრამ სად,
როგორ, როდის შევძლო შენთან ცრემლისღვრა?! როგორ გაკადრო მე უვიცმა
შენ შეყვარება.?! ჩემი ბრალია თუ გამიხდი ძილში ზმანებად ჩემი
ბრალია მოსვენება თუკი წამართვი ჩემი ბრალია ქვეყნად შენს მეტს თუ
ვერვის ვხედავ! დამნაშავე ვარ, თუ ამის თქმას მე შენ გიბედავ. ო,
მეშინია მაგ თვალების ასე რომ მხიბლავს კადნიერებად არ ჩათვალო ოცნება
წმინდა გამიგო მხოლოდ და გზა მისცე ჩემს ფიქრთა წინსვლას ქვეყნად
მეც მყავდეს მეგობარი ო, როგორ მინდა რომ დაგიჩოქო დარწმუნდები
ჩემს სიყვარულში?! მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო! იქნებ
ჯობია ყველაფერი ჩავიკლა გულში და ამ ქვეყნიდან სამუდამოდ გადავიკარგო.
|
წვიმდა სადღაც, მერე
ცრემლი მოიწმინდა ცამ... მწყინდა რაღაც, შენგან მწყინდა...ვერ
გაიგებ რა... ყრიდა ქარი ფოთლებს ხიდან, აღარ ჩანდა გზა, მღლიდა-ალბათ
შენზე ფიქრი, რა დამღლიდა სხვა. მინდა,ისევ ოცნებების გადავცურო
ზღვა, იქ, ნაპირზე მელოდება შენ კი არა... სხვა მინდა,მინდა რაღაც
გითხრა, ვერ გავბედე თქმა, როგორ მინდა სანატრელი კვლავ მესმოდეს
ხმა!.. წვიმდა სადღაც, მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ... მწყინდა
რაღაც, შენგან მწყინდა ... მეც ვერ მივხვდი რა..
|
"ეკლიან ვარდებს ისე ვერ დაკრებ, ეკალმა
ხელი რომ არ გატკინოს, ისე ვერავის ვერ შეიყვარებ, თვალიდან
ცრემლი რომ არ გადინოს!"
|
გეყო,
შესდექ, გიწყენს ღმერთი! წვიმავ, - ეს შენ გეხება. რადგან ზოგი შენი
წვეთი სატრფოს ტუჩებს ეხება. ეს ტუჩები მე მეკუთვნის, ვერავის
ვერ დავუთმობ. თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს ჩემს ტუჩებით გავუთბობ.
გეყო,
ცელქო წვიმის წვეთო, დაიმოკლე ფეხები. თმები - გინდა დაუსველე, ტუჩებს
ნუ შეეხები.
|
მინდა
ჩაგიხუტო მაგრად, მინდა რაღაც გითხრა ყურში, მაგრამ მე უშენოდ
ვდგავარ და შენს ნაფეხურებს ვკოცნი.
ისევ მომენატრე ძლიერ, ისევ
ამედევნე ფიქრად ჩუმად გელოდები მაგრამ, ვაი რომ ვერ გხედავ
სიზმრად.
ვიცი უშენობა მომკლავს, ვიცი დავიღვრები ცრემლად, მე
შენს ნაფეხურებს ვკოცნი და ფიქრებს მოვყავარ შენთან
|
მან
მიატოვა პატარა გოგონა, მერე მოვიდა მითხრა, შენ მიყვარხარო და
შენთან ერთად ბედნიერება მინდა. მე კი პასუხად არა ვუთხარი რადგან
ვერ ვიტან იმ ვაჟს, ახლა გაიგებს თუ როგორია, რომ მიგატოვებს ვიღაც. უცებ
შეებრალა პატარა გოგონა, სასწრაფოდ ეძებს ბინას, იქ კი ეტყვიან რომ
იმ გოგონას ახლა საფლავში ძინავს. ბიჭს მოეძალა ცუდი ფიქრები ვეღარ
მიმხვდარა რა ქნას, მიდის საფლავთან და სიმწრით გულზე მუშტით
დააყრის მიწას. –ნუთუ ძვირფასო ჩემი ბრალია რომ მიგაბარეს მიწას? ახლა
ცოცხალი დავიარები მაგრამ მკვდარი მაქვს გული, გთხოვთ არასოდეს არ
მიატოვოთ ქალის სათუთი სული
|
,
მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ
და შენს სიყვარულს ვერ გავექცევი ჩემზე არა
სთქვა გული არ აქვსო მე გული მქონდა და შენ მოგეცი
|
დღე, დღეს მისდევს ღამე, ღამეს, ფიქრი,
ფიქრს და წამი წამს. თვალზე ცრემლი მომადგება
ფიქრი
შენსკენ წამიყვანს, ღმერთს ვავედრებ ჩვენს სიყვარულს, გული ჩუმად
ატირდა, ამ სიყვარულს გეფიცები
მე შენს მეტი არვინ მყავს, ჩუმად
ისევ მოვალ შენთან სიზმრრად გეტყვი მიყვარხარ მერე ჩუმად
გაგეცლები.
და შენ მე ვეღარ მნახავ ვიცი ალბათ ოდეს გნახავ, ოდეს
ისევ შევხვდებით, შენ კი გვერძე ჩამიქრომებ.
და არც კი
შეჩერდები რადგან შენს გულს სულ სხვა უყვარს და უკვე სულ სხვას
ეტრფი
მე კი შენ არც გახსოვარ და აღარც გესიზმრები.
|
რა გულგრილი ხარ ? თვალებს მილულავ , თვალებს
მილულავ ცრემლით ნატბორევს შენ ამოგივსე სული ყინულის ცივი
ნამსხვრევებით და მიგატოვეს მე არ გამტყუნებ რომ აღარ გჯერა მე აღარ
გეტყვი - ”ჩემს სიტყვებს ენდე” მე არ გამტყუნებ რო აღარ გჯერა კაცის
ამდენი ღალატის შემდეგ...
|
უსიყვარულოდ არც ყვავილია , არც ნამი დილის, უსიყვარულოდ
ტირიფია და ისიც ტირის. უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს, ასე
ეტყვიან საბრალო ტირიფს და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი თმაგაწეწილი
ქალივით ტირის
|
"ეკლიან ვარდებს ისე ვერ დაკრებ, ეკალმა
ხელი რომ არ გატკინოს, ისე ვერავის ვერ შეიყვარებ, თვალიდან
ცრემლი რომ არ გადინოს!"
|
მონატრება
ტკივილამდე გაგიგია? ხოდა სწორედ ასე მენატრები... გაგიგია
მონატრებით გადარევა? გავგიჟდები ისე ძლიერ მენატრებიიი. შენ
ცრემლები მონატრების გაგიგია? ცრემლად ვდნები ისე ძლიერ მენატრები
|
მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ , და შენს
სიყვარულს ვერ გავექცევი ჩემზე არა სთქვა გული არ აქვსო მე გული
მქონდა და შენ მოგეცი
|
You live to love. You love to give. You give your
love. Your love is big. Your big heart smiles. Your smile is
bright. blinds. You're blind to spite. Your brightness You
spit at hate. You hate to cry. You cry to love. Your love is
fate. Your fate is real. You really try. You try to love. To
love, you'd die
|
დღეს,მარტოობაც
და ცხოვრებაც იისფერია, გაფანტულ ფოთლებს,კვლავ აცეკვებს ლამაზად,
ქარი. დღეს მისი მზერა,გამჭირვალე მინისებრია. საოცარია,ფიქრებისგან დაღლილი ქალი. თითქოს,სიყვარულს ელოდება ფოთოლთ
შრიალში. თუმც,სიყვარულის წაიშალა ყოველი კვალი. ის,მარტოობამ
შეიყვარა ყველაზე მეტად და ოქტომბერში,მარტოობამ დასწერა ჯვარი.
|
|
| |
| | |
|
ძებნა |
|
|
კალენდარი |
« დეკემბერი 2010 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
ჩანაწერების არქივი |
|
|
|