მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო, ლექსები
სასიყვარულო, ჩანახატები
სასიყვარულო, ისტორიები
სასიყავრულო, სურათები
სასიყვარულო, ვიდეოები
სასიყვარულო, რჩევები
სასიყვარულო, სტატიები
სასიყვარულო, სტატუსები
თხოვნები საიტზე
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მინი-ჩეთი
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 1 » თვალს ვეღარ ვუსწორებ ფრთადაჭრილ ოცნებებს
1:11 PM
თვალს ვეღარ ვუსწორებ ფრთადაჭრილ ოცნებებს


თვალს ვეღარ ვუსწორებ ფრთადაჭრილ ოცნებებს,
ვტორტმანებ, უსიტყვოდ მივყვები კალაპოტს,
ჩემი რომ არ არის, სხვებმა რომ გათხარეს,
არ ვიცი რა მინდა, საითკენ წავიდე,
ან რას ვეთაყვანო, ან რა გამახარებს..
და ჩემი ოცნება ირყევა ბურუსში
დარღვეულს სივრცეს გავს
ელამი ბავშვისას. და ვიცი, ვერასდროს დავიბრუნებ
იმ ხანას, რომელიც ღიმილში წავიდა.
მარტო ვარ, ბავშვების ხმაური მამშვიდებს..
ვიღაცას ვუყვარვარ.. მე მაინც მარტო ვარ..
მარტო ვარ, მცივა და ცხოვრება მაშინებს..
მე აღარ დავუცდი ოქროსფერ გარიჯრაჯს,
გამიგეთ, მე, ერთ დღეს ფიქრები დავკარგე
და განსჟის უნარიც ლეთაში დაინთქა..
გამიგეთ, გრძნობები გამებნა და ახლა
სიყვარულს დავეძებ, ლაბირინთს გავდივარ..
ყველაზე მრუდე და სასტიკი.. ის არის,
ვიცი, რომ განთიადს ვერასდროს ვიხილავ,
რადგან ერთადერთი, რაც მე გამახსენეს,
გადავიწყებული ტირილის ნიჭია,
.. და ჩავალ ჟურღმულში, მე რომ გამოვძერწე
და როგორც მოლუსკი, ჩუმად ავტირდები..
წლები გაივლის და წყლები გადაივლის,
მე კი უხმაურო სადაფად ვიქცევი..
კატეგორია: სასიყვარულო, ლექსები | ნანახია: 1200 | დაამატა: goga | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
იმეილი:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz