მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო, ლექსები
სასიყვარულო, ჩანახატები
სასიყვარულო, ისტორიები
სასიყავრულო, სურათები
სასიყვარულო, ვიდეოები
სასიყვარულო, რჩევები
სასიყვარულო, სტატიები
სასიყვარულო, სტატუსები
თხოვნები საიტზე
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მინი-ჩეთი
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 1 » სიყვარული უდიდესი ნიჭი
1:18 PM
სიყვარული უდიდესი ნიჭი

წვიმდა. უცებ საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი მას თან თავისუფლების მშვენიერი გრძნობა ახლდა, არ ვიცი რატომ მაგრამ მინდოდა მეყვირა, მეყვირა სიძულვილით, მეყვირა სიყვარულით, ზიზიღითა და ბედნიერებით. ყველა გრძნობა ერთმანეთში ამერია. არ ვიცოდი რა მჭირდა, იქნებ სიზმარია... მაგრამ არა მე მღვიძავს, მღვიძავს და მტკივა გული მაგარმ არ ვიცი რატომ, თუმცა... არც მღვიძავს, დიახ ვხედავ ჩემს სხეულს, მართლა ვხედავ მას ძინავს უგრძნობლად არი. ნუთუ მე ვარ, არადა როგორ ვარ, მე ხო აქ ვარ ზევით ის კი დაბლა, დავიბენი... მხოლოდ სიჩუმის ხმა მესმოდა, აგარც წვიმა, აგარც გულის ის სასიამოვნო ფეთქვა. არა ნამდვილად მძინავს, თვალები დავხუჭე, მაგრამ არაა! მე ისევ აქ ვარ ჩემი სხეული კი ქვემოთ. ღმერთო რა უსუსურები ჩანან აქედან ადამიანები, თუმცა არ ჩანან ნამდვილად არიან. აქედან ყველაფერი მარტივია. მე დავინახე როგორ იცინოდა ვიგაც ნეტავ არ აცინებს მას ხომ შვილი დაეღუპება ცოტა ხანში- ეს მე არ მიფიქრია, ეს ვიღაც სხვამ თქვა თუმცა მე ვერ დავინახე. აქედან სამყარო მშვენიერია გაცილებით მშვენიერი. ერთხანს ვუყურებდი ამ საოცარ ხედს, უცებ თვალი შევავლე როგორ ქურდობდა ვიღაც, მაგრამ არ შემეძლო მეთქვა შეჩერდი! დავიყვირე, ვყვიროდი ხმამაღლა თუმცა მას არ ესმოდა ჩემი გულსაკლავი ხმა. მინდოდა ჩავსულიყავი და შემეჩერებინა, მაგრამ რაღაც ძალა მაკავებდა არ მიშვებდა, ვიბრძოდი, მაგრამ უშედეგოდ მაინ გაიმარჯვა.
შვილო ადექი მომესმა დედაჩემის ხმა, მე აქ ვარ დედი უკვე ავდექი ვუთხარი თუმცა მან ყურიც არ მათხოვა. მე ძალიან მეწყინა. ადექი დროზე იმეორებდა ის მერე ჩემ საწოლთან დაიხარა გადმომაბრუნა და...
ტიროდა დედა, ტიროდა ყველა, რა ატირებთ ამ ხალხას ნუთუ ვინმეს რაგაც მოუვიდა, მეც მითხარით მინდა ვიცოდე, გეხვეწებით, მაგრამ ხმას არავინ მცემდა ვერავინ მამჩნევდა... აი ჩემი მეგობარიც ტირის გუშინ რომ ვაწყენინე, ნეტავ რა ატირებს იქნებ ჩემ გამო ტირის არ უნდა მეთქვა ის რაც ვუთხარი. მივალ იქნებ დავამშვიდო მაგრამ მას ჩემი ხმა არ ესმის მე ბოდიში მოუხადე ის კი ზურგს მაქცევს და ვიღაცას დასტირის მე მივიხედე და...
-ცოცოხალი ვარ დედი ნუ ტირი, მე აქ ვარ შენ გვერდით არ გესმის აქ ვარ, მაგრამ მაინც ტირის ჩემი ხმა მათ გულამდე ვერ აღწევს. მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ მიყვარს,რომ ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. მინდოდა ჩემი მეგობრისთვის მეთქვა, რომ ამ ქვეყნად ყველაზე ძვიფასია, მაგრამ ამას ვერ ვახერხებდი არ შემეძლო. ვტიროდი და მათთან ერთად დავტიროდი ჩემ უბადრუკ ცხოვრებას, რომელსაც არ ასაზრდოებდა სიყვარული...
გამეღვიძა, ოფლში ვიწურებოდი, თვალებიდან ცრემლები მდიოდა. გამიხარდა, გამიხარდა რომ შემიძლია ვუთხრა ყველას სიტყვა "მიყვარხარ"... მიყვარხარ დედა, მიყვარხართ ჩემო მეგობრებო, მიყვარხართ თქვენ ყველა და ეს მშვენიერი სამყარო...

დიდი ხანია მინდოდა ამაზე დამეწერა და როგორც იქნა მოვახერხე... 
იმედია მოგეწონებათ გაიგებთ და გაითვალისწინებთ 50




P.s ხშირად თქვით სიტყვა "მიყვარხარ" სანამ შეგიძლიათ. ამ სამყაროდან რაც მიგვაქ მხოლოდ ეს მშვენიერი გრძნობაა, გაიღიმეთ და უთხარით თქვენ საყვარელ ადამიანებს თუ როგორ გიყვართ და როგორ აფასებთ მათ თორემ მერე ძალიან გვიან იქნება...
კატეგორია: სასიყვარულო, ჩანახატები | ნანახია: 1200 | დაამატა: goga | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
იმეილი:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz