მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო, ლექსები
სასიყვარულო, ჩანახატები
სასიყვარულო, ისტორიები
სასიყავრულო, სურათები
სასიყვარულო, ვიდეოები
სასიყვარულო, რჩევები
სასიყვარულო, სტატიები
სასიყვარულო, სტატუსები
თხოვნები საიტზე
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მინი-ჩეთი
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 1 » მარტოობის 10 სასარგებლო!
1:24 PM
მარტოობის 10 სასარგებლო!

უკეთესი სხეული

ჩვენ ყველას გვქონია პერიოდი როდესაც აქტიურად ვცდილობთ დავიკლოთ წონაში სხვადასხვა დიეტების და ვარჯიშების საშუალებით. ეს დამღლელი პროცესია, რომლის დროსაც ქალთა უმეტესობა დეპრესიაში ვვარდება. თუმცა, ამ საქმისათვის ძალებს არ ვიშურებთ ძალზედ მნიშვნელოვანი მიზეზების გამო: პირველ რიგში ნებისმიერი მანდილოსანი წონაში იკლებს საკუთარი თავისთვის და შემდეგ უკვე გარშემომყოფთათვის და სულ ბოლოს პარტნიორისათვის. ფსიქოლოგთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ გათხოვილ ქალთა 60% ქორწინების პირველი 3 წლის მანძილზე საგრძნობლად იმატებს წონაში, რაც უარყოფითად აისახება მათ ხასიათზე და ურთიერთობაზე პარტნიორთან. შეკითხვაზე თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენთვის სასურველი წონა ფსიქოლოგები საკმაოდ საინტერესო პასუხს გვთავაზობენ: `მარტოხელა ადამიანთა უმეტესობა საკუთარ თავს უცხო ადამიანის თვალით უყურებენ და აფასებენ. შესაბამისად მათ უძლიერდებათ სრულყოფილებისაკენ სწრაფვის სურვილი. ასეთი ადამიანები ცდილობენ ყოველთვის მომხიბვლელნი და საინტერესონი იყვნენ პოტენციური პარტნიორებისათვის.




• მეტი წარმატება!

საოცარია, რაოდენ დიდი დრო მიაქვს ოჯახს და ვალდებულებებს. დაოჯახებული ადამიანის დრო მკაცრად ლიმიტირებული და განსაზღვრულია. შესაბამისად, შეუძლებელიც კი ხდება პირადი მიზნების განხორციელება და კარიერაზე ზრუნვა. დაკვირვების მიხედვით მარტოხელა ადამიანთა 65%-ს 30 წლის ასაკში სერიოზული წარმატებები აქვთ კარიერაში. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დაოჯახების შედეგად როგორც მამაკაცები, ასევე მანდილოსნები ნაკლებ დროს უთმობენ კარიერას და რაც შეიძლება მეტ დროს ოჯახს და შვილებს. შესაბამისად ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ჯერ კარიერაზე ვიზრუნოთ და შემდგომ უკვე შევქმნათ ოჯახი. ამით თავიდან ავიცილებთ აუხდენელი მიზნების და ოცნებების პრობლემას!

• ნაკლები საქმე სახლში!

ყოველ დღიურად სახლის დალაგება და დასუფთავება საწყის ეტაპზე სასიამოვნო და სახალისოა, მაგრამ, როდესაც ეს ცხოვრების წესია - უკვე დამღლელი პროცესია, განსაკუთრებით, როდესაც ადამიანი დაოჯახებულია. თუმცა, როდესაც ადამიანი მარტოხელაა იატაკზე დაგდებული ქაღალდი ან მაისური მისთვის ნაკლებად გამაღიზიანებელია, ვიდრე დაოჯახებულისათვის. გამოკითხვის თანახმად, მარტოხელა მამაკაცთა უმეტესობა მარტოხელა მანდილოსნებთანAშედარებით უფრო აქტიურად არიან დაკავებულნი სახლის დალაგებით. ასე, რომ თუ ჯერ ჯერობით მარტო ხარ ნუ დახარჯავ შენს ძვირფას დროს სახლის დასუფთავებაში, ამას დაოჯახების შემდეგაც მოასწრებ. უმჯობესია ეს დრო იმ საქმეს მოახმარო, რაც გახარებს და გაბედნიერებს.

• შენს ფინანსებს შენ განაგებ!

ოჯახი ენერგიის და დროის გარდა ფინანსებსაც მოითხოვს. მეუღლისათვის შემოსავლის გაყოფა ბევრისთვის ჩვეულებრივი საქმეა. ეს ბუნებრივიცაა ვინაიდან მეუღლეები ერთმანეთზე აუცილებლად უნდა ზრუნავდენენ. მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს. ოჯახური ტვირთის გამო ადამიანთა უმეტესობა ვეღარ აძლევს თავს იმის უფლებას, რომ მისთვის სასურველი ნივთი შეიძინოს. სწორედ ამიტომ, როდესაც ადამიანი მარტოა მისთვის ეს პრობლემა ნაწილობრივ მოხსნილია, ვინაიდან თავის საკუთარ ფინანსებს ის თავად განაგებს. ასე, რომ სანამ მარტო ხარ მაქსიმალურად ისიამოვნე თავისუფლებით!


• მრავალფეროვანი ინტიმი!

2007 წლის გაზაფხულზე იტალიის ქალაქ პიზაში სექსოლოგებმა 100 მარტოხელა და 100 დაოჯახებული მანდილოსანი და მამაკაცი გამიკოთხეს. შედეგები საკმაოდ საინტერესო გამოდგა. გამოკითხვის თანახმად, დაოჯახებულ ადამიანებს 97-ჯერ მეტი სექსი აქვთ ვიდრე მარტოხელებს, მაგრამ ამ უკანასკნელებს გაცილებით უკეთესი და წარმატებული ინტიმი აქვთ. თუ რატომ არის ასე სექსოლოგები აი ასეთ პასუხს გვთავაზობენ: `დაქორწინებულ წყვილებს პირველი 4 წლის მანძილზე მეტნაკლებად წარმატებული სექსი აქვთ, თუმცა რაც დრო გადის ერთმანეთისადმი ლტოლვას კარგავენ. ეს შეიძლება სხვადასხვა პრობლემისგან იყოს გამოწვეული, როგორიცაა სტრესი, დეპრესია, გადაღლა, ერთფეროვნება, დაუკმაყოფილებლობა. რაც შეეხება მარტოხელა ადამიანებს მათი ინტიმური ცხოვრება ხშირად უფრო მრავალფეროვანია. შესაბამისად შეძენილ გამოცდილებას და პრაქტიკას დაოჯახების შემდეგ უფრო ანვითარებენ და ავრცობენ პარტნიორთან~.

• უკეთესი ძილი და კონცენტრირება საქმეზე!

გერმანელი მეცნიერების უკანასკნელი დასკვნებით დაქორწინებულ ადამიანებს 1-2 საათით უფრო ნაკლები სძინავთ ვიდრე მარტოხელებს. შესაბამისად, ძილის დანაკლისი იწვევს იმუნური სისტემის დაქვეითებას, ხასიათის გაუარესებას, მოთენთილობას, კონცენტრაციის შესუსტებას, რაც ადამიანის საერთო მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. სწორედ ამიტომ არ ღირს იმაზე წუწუნი, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე მარტო ხარ! მარტო ძილს უამრავი დადებითი მხარე აქვს, მაგალითად: მთელი საწოლი შენ გეკუთვნის, არავის შემაწუხებელი სუნთქვა არ გაღვიძებს და რაც მთავარია დილით სავსე ენერგიით და საუკეთესეო განწყობით იღვიძებ!


• ნაკლები დეპრესია!

მართალია მასმედია მარტოხელა ადამიანების ცხოვრებას დეპრესიულ და ნაცრისფერ ფერებში გვაჩვენებს, თუმცა ეს ასე არაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უკანასკნელი გამოკვლევებით დადგინდა, რომ დაოჯახებული მანდილოსნები და განსაკუთრებით მრავალშვილიანები, ნერვული მოშლილობის სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან. მათთვის ძალზედ ძნელია იდეალური დედის, მეუღლის და მომუშავის როლების შეთავსება, რაც სხვათა შორის საბჭოთა პერიოდში კანონით იყო გათვალისწინებული. როგორც ხედავ, მარტოობას ბევრი დადებითი მხარე აქვს!


• უფრო მეტი მეგობრები!

უდავოა, რომ დაოჯახებამდე ნებისმიერი ადამიანი თავისი დროის უმეტეს ნაწილს მეგობრების წრეში ატარებს. განსაკუთრებით მანდილოსნები. თუმცა, საკმარისია ადამიანის პირადი ცხოვრება ”მწყობრში” მოვიდეს, რომ მეგობრებისათვის განკუთვნილი დრო უფრო და უფრო მცირდება! სიყვარული და რომანტიკა აუცილებელია ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა, მეგობრების გარეშე ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეოვანი ხდება.



• უფრო მეტი მოგზაურობა!

დაოჯახებულ წყვილებს მოგზაურობის შესაძლებლობა ყოველთვის არა აქვთ, სხვადასხვა პრობლემების თუ მიზეზების გამო. თუ ამ ეტაპზე მარტო ხარ ნუ მოაკლდები მოგზაურობის სიამოვნებას. იმოგზაურე იმ ქვეყნებში რომლთა ნახვა ყოველთვის გინდოდა, იხალისე და იყავი ბედნიერი შენს საკუთარ თავთან.


• მეტი გამოცდილება! 

ნებისმიერი ურთიერთობის დასასრული ახლის დასაწყისია. რაც უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენ უფრო უკეთ გეცოდინება რა გსურს და როგორ გსურს. რკინას რაც უფრო ხშირად ატარებენ ცეცხლში უფრო ძლიერდება. შენ უკვე ძლიერი და ჩამოყალიბებული პიროვნება ხარ, რომელმაც სიყვარულის და ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება ბევრ დაოჯახებულ ადამიანზე უკეთ იცის. თუ იცი ვინ ხარ, რა გსურს ცხოვრებაში და შენს თავთან კომფორტულად ხარ აუცილებლად ბედნიერი იქნები სიყვარულში და წარმატებული კარიერაში. გახსოვდეს ერთად ერთი ადამიანი რომელსაც ვერასოდეს დაშორდები და ვერ დაკარგავ შენ თვითონ ხარ. მთავარია შენი თავი იპოვო და ის ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას გაალამაზებს. წარმატებებს გისურვებ.
კატეგორია: სასიყვარულო, რჩევები | ნანახია: 1636 | დაამატა: goga | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
იმეილი:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz